გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მეცის პრეზიდენტი: მიქაუტაძის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება

„მეცი“ ლიგა 1-ს უბრუნდება და ამაში უდიდესი წვლილი მათ ქართველ ლიდერს გიორგი მიქაუტაძეს მიუძღვის, რომელმაც სეზონში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფრანგული კლუბის პრეზიდენტი ბერნარ სერინი სწორედ მიქაუტაძის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მათ მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.

„უპირველეს ყოვლისა ჟორჟს ბელგიაში 2 უმნიშვნელოვანესი სეზონი ჰქონდა, როდესაც მან სერენი უმაღლეს ლიგაში დააბრუნა, შემდეგ კი იქ ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა. ეს ორი სეზონი მის პროგრესში დიდი მნიშვნელობის მქონეა. შემდეგ, როცა აქ ჩამოვიდა, იყო კითხვა, თუ რომელ პოზიციაზე უნდა ეთამაშა მას. რადგან ის არის ცენტრფორვარდი, 9 ნომერი და ამავდროულად მისი სიმაღლე 177 სანტიმეტრია. მწვრთნელი ამ საკითხზე ცოტა ხნით ყოყმანობდა. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მიქაუტაძის პოზიცია მისმა თამაშმა და წარმატებამ განაპირობა. მას ასეთ შესრულებას ვულოცავ.

შეგვიძლია, თუ არა მისი შენარჩუნება? ვფიქრობ, ეს რთული იქნება... თუნდაც ლიგა 1-ში ყოფნისას, ჩვენ არ გვექნება იმხელა რესურსები, რომ მისი შენარჩუნება შევძლოთ, როცა სხვა კლუბები უზარმაზარი შეთავაზებებით მოგვადგებიან. ხელფასი, რომელსაც ისინი შესთავაზებენ ძალიან დიდია.

ჩვენ არ შეგვიძლია ფეხბურთელებს გუნდელებთან შედარებით მაღალი ანაზღაურება დავუნიშნოთ. და თუ ფეხბურთელი ჩვენთვის ზედმეტად დიდია, არის იმის რისკი, რომ ის დაგვტოვებს. თუმცა, ამ მომენტისთვის ჯერჯერობით მიქაუტაძის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება არ მიგვიღია. ჯერ არაფერია“.

- განაცხადა „მეცის“ პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძის შეძენით „მილანი“, „ბარნლი“, „ვულვზი“ და „ლიონი“ ინტერესდებიან. დიდი შანსია ქართველმა კარიერა სწორედ რომელიმე მათგანში გააგრძელოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელსიმ ესპანეთში მამარდაშვილის სანახავად სკაუტები გააგზავნა
ჩელსიმ ესპანეთში მამარდაშვილის სანახავად სკაუტები გააგზავნა