ასტონ ვილა, მარკო ასენსიო, დანი სებაიოსი
Aa
Aa

ორმაგი შეთავაზება რეალს - ასტონ ვილას ასენსიო და სებალიოსი სურს

„ასტონ ვილაში“ დიდი ცვლილებები იგეგმება. Mercato-ს ჟურნალისტი სანტი აუნა ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს.

ბირმინგემულმა კლუბმა დანი სებალიოსს მიმზიდველი და მნიშვნელოვანი შეთავაზება გაუკეთა. უნაი ემერი საკუთარი გუნდის გაძლიერებას გეგმავს და სებალიოსთან ერთად მარკო ასენსიოსაც ითხოვს.

სიტუაცია კი ნამდვილად საინტერესოა, რადგან დანის „რეალში“ ბევრი სათამაშო დრო არ აქვს და მისი ტრანსფერი უფრო რეალურია. რაც შეეხება ასენსიოს, მისი პრიორიტეტი „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამის მოთამაშედ ითვლება და ისეთ ასაკში არიან, რომ გაცილებით მეტი დრო სჭირდებათ მინდორზე.

შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილაში“ კოუტინიო თამაშობს და მასთან ერთად სებალიოსი და ასენსიო კლუბს გაცილებით გააძლიერებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის ჩემპიონია
ოფიციალურად - მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის ჩემპიონია