კილიან მბაპე, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ვინისიუსი მბაპეზე უკეთესია - თვლიან რეალში და ფულს მხოლოდ ბელინგემში გადაიხდიან

მადრიდის „რეალი“ 2023 წლის ზაფხულისთვის სატრანსფერო ფანჯრისას განსაკუთრებულ აქტიურობას არ გეგმავს. „სამეფო კლუბი“ კოლოსალურ თანხებს არ დახარჯავს.

უკვე გამოირიცხა კილიან მბაპესთვის ბრძოლა. მადრიდელები თვლიან, რომ ვინისიუსი უკეთესი ფეხბურთელია და მისი პროგრესი ამას დაამტკიცებს. აქედან გამომდინარე „სამეფო კლუბი“ მბაპეს სანაცვლოდ არცერთი ევროს გადახდას არ აპირებს.

Marca-ს ცნობით, მადრიდელები დიდი თანხის გადახდას მხოლოდ 1 ტრანსფერისთვის გეგმავენ და ეს ჯუდ ბელინგემი იქნება, რომლისთვისაც „რეალი“ დაახლოებით 120 მილიონის გამოყოფას გეგმავს.

სხვა მხრივ მადრიდელები თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ფეხბურთელების მიმართ გამოიჩენენ ინტერესს, რომლებიც ბაზარზე მრავლად არიან.

წყარო ასევე დასძენს, რომ „რეალი“ მბაპეს თემას მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიუბრუნდება, თუ კილიანი თავისუფალი აგენტი იქნება. მადრიდელებს პსჟ-სთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თავმდაბალი ინგუში ტალანტი, რომელმაც საქართველო აირჩია
თავმდაბალი ინგუში ტალანტი, რომელმაც საქართველო აირჩია