Aa
Aa

"კრისტალ პალასმა" დე ბური რეკორდულად მცირე დროში დაითხოვა

„კრისტალ პალასმა“ ფრანკ დე ბური თანამდებობიდან გაანთავისუფლა.

ჰოლანიდელი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა, პრემიერლიგის საწყის 4 ტურში ყველა მატჩი ისე წააგო, რომ გოლიც არ გაუტანია.

როგორც ჩანს, გუნდის ხელმძღვანელობისთვის ეს ფაქტი ბოლო წვეთი აღმოჩნდა და დე ბურს კარისკენ მიუთითეს.

დე ბურმა უცნაური რეკორდიც დაამყარა. მას, მთავარი მწვრთნელის პოსტი ყველაზე მალე, 77 დღეში დაატოვებინეს.

„კრისტალ პალასის“ ჩაბარების ყველაზე რეალურ კანდიდატად, ინგლისის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი როი ჰოჯსონი ითვლება.

ცხელი ამბები