კრიშტიანუ რონალდუ, ერლინგ ჰოლანდი, ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

ბერნარდუ: ოქროს ბურთს მესის მივცემდი, თუმცა თუ ჰოლანდმა ლიგა მოიგო...

ბერნარდუ სილვამ ოქროს ბურთის შესახებ ვრცლად ისაუბრა. პორტუგალიელმა შემტევმა პრიზის მიმართ კრიშტიანუ რონალდუს დამოკიდებულებაზე ისაუბრა, ასევე პირადი შეხედულებებიც გაგვიზიარა.

რონალდუს ოქროს ბურთი ყოველ წელს მისთვის უნდოდა

„პორტუგალიელებიდან სამმა ფეხბურთელმა მოიგო ოქროს ბურთი. მაგრამ უპირატესობას ვერცერთს ვერ ვანიჭებ. ეუსებიომ ეს პირველმა გააკეთა, პირველმა და ის ბენფიკადან არის, ჩემი მშობლიური კლუბიდან. შემდეგ ლუის ფიგუმ ოქროს ბურთი მოიგო. ამის შემდეგ კი კრიშტიანუ რონალდუმ.

ხანდახან ნაკრებში გვეუბნებოდა, რომ იგი მეტ ოქროს ბურთს იმსახურებდა, როცა პრიზს სხვას აძლევდნენ.

კრიშტიანუს ყოველთვის სათავეში ყოფნა უყვარს. ის ძალიან კონკურენტუნარიანია. რა თქმა უნდა, ის არასოდეს არის ბედნიერი, როცა ვერ იგებს“.

ვინ იმსახურებს წელს ოქროს ბურთს?

ბერნარდუ სილვამ აღიარა, რომ მზადაა ლიონელ მესის წლევანდელი ოქროს ბურთი გადასცეს.

„თუ მანჩესტერ სიტი მოიგებს ჩემპიონთა ლიგასა და პრემიერ ლიგას, მაშინ ვფიქრობ, ერლინგ ჰოლანდი დისკუსიაში უნდა ჩაერთოს, როგორც ერთ-ერთი პრეტენდენტი.

ამ მომენტისთვის კითხვა ღიაა, არის სამი ან ოთხი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია პრიზი მოიგოს. დაჯილდოება ახლა რომ იყოს, მესის ავირჩევდი, რადგან არგენტინამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

მაგრამ თქვენ ასევე შეგიძლიათ ისაუბროთ კილიან მბაპეზე პსჟ-სა და საფრანგეთის ნაკრებში თამაშის გამო. ჟიურის ერთ-ერთი წევრი რომ ვიყო, დღეს მესის არჩევა მომიწევდა. მაგრამ უმჯობესია სეზონის ბოლომდე მოვიცადოთ.

მადრიდის რეალში ვინისიუს ჟუნიორმა ასევე ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა და არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები, თუ ისინი კვლავ მოიგებენ ჩემპიონთა ლიგას“.

სილვას ოქროს ბურთი თავადაც უნდა, მაგრამ...

„რა თქმა უნდა, მეც მინდა ოქროს ბურთის მოგება. მაგრამ ახლა ეს ჯილდო გადაეცემათ ფეხბურთელებს, რომლებიც გადამწყვეტ გოლებს გაიტანენ.

მე უფრო კოლექტიური მოთამაშე ვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვამაყობდი, როცა ჩემი სახელი ფინალურ 30-ში ვნახე. ვაღიარებ, რომ უცნაური იყო ჩემი სახელის დანახვა სიაში სადაც საუკეთესო ფეხბურთელები არიან - ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ. ვიფიქრე: „ვაიმე, აქ ვარ, ეს მე ვარ, საუკეთესოთა შორის“. კარგი განცდაა.

ოქროს ბურთის მოგება ძალიან გამიჭირდება, რადგან ისინი, როგორც წესი, გამოყოფენ მოთამაშეებს, რომლებიც გადამწყვეტ გოლებს იტანენ“,

- განუცხადა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა France Football-ს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუ ოსიმენი წავა - ნაპოლის 3 ვარიანტი აქვს
თუ ოსიმენი წავა - ნაპოლის 3 ვარიანტი აქვს