სერხიო აგუერო
Aa
Aa

აგუერო: როგორც ჩანს, რეალი მთელი სეზონი ჩემპიონთა ლიგისთვის ვარჯიშობს

სერხიო აგუერომ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალის" თამაშის მიმართ გაკვირვება გამოხატა.

არგენტინელს არ ესმის, თუ როგორ შეიძლება „რეალმა“ სხვა ტურნირებზე მთელი სეზონი არადამაჯერებლად ითამაშოს, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე ისე გამოვიდეს, როგორც ეს „სიტისთან“ გააკეთეს.

„არ მესმის, რა ხდება რეალში ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ისინი მთელი სეზონი მხოლოდ ამ ტურნირის გულისთვის ვარჯიშობენ.

თქვენ უყურებთ მათ თამაშს ლა ლიგაში და ფიქრობთ: „როგორ შეუძლიათ მათ ასე ითამაშონ?" - მაგრამ შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოდის და მადრიდელთა ფეხბურთელები Dragon Ball Z-ის პერსონაჟებად (ანიმე, რომელიც დაფუძნებულია ამავე სახელწოდების იაპონურ კომიქსზე) გადაიქცევიან. ეს სიგიჟეა“,

- განაცხადა „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ამ მომენტისთვის ლა ლიგაში მე-3 ადგილზე იმყოფება. მადრიდელებმა ბოლოს „სოსიედადთან“ წააგეს, რის შემდეგადაც დიდი ხნის შემდეგ, „სამეფო კლუბი“ მესამე პოზიციამდე დაქვეითდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯერარდი: მილანის თამაში საშინელება იყო, ლიგის დონესთან შორსაა
ჯერარდი: მილანის თამაში საშინელება იყო, ლიგის დონესთან შორსაა