პეპ გუარდიოლა, მან. სიტი
Aa
Aa

გუარდიოლა: „ვიმედოვნებ, ეტიჰადზე თავს უკეთ დავიცავთ და უკეთ შევუტევთ“

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე მადრიდის „რეალისა“ და „მან. სიტის“ პირველი დაპირისპირება „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 1:1 დასრულდა. პირველ ტაიმში ვინისიუს ჟუნიორმა ბრწყინვალე დარტყმით ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში ასევე შესანიშნავი დარტყმით კევინ დე ბრუინმა ანგარიში გაათანაბრა.

პეპ გუარდიოლა: „როცა ჩვენ უკეთესად ვთამაშობდით, გოლი მეტოქემ გაიტანა. როცა მეტოქე უკეთესი იყო, გოლი ჩვენ გავიტანეთ. ზოგჯერ კარგი მომენტები გვქონდა და ზოგჯერ ბევრი სირთულე იყო, როცა ბურთი მეტოქეს ჰქონდა. საბოლოო მატჩი შემდეგ ოთხშაბათს „ეტიჰადზე“ გაიმართება.

მეტოქემ მარცხენა ფლანგზე ბევრი გადაცემა შეასრულა, მეტოქის ფეხბურთელები ნამდვილად კარგად თამაშობდნენ, მაგრამ შემდეგ კევინ დე ბრუინმა ფანტასტიკური გოლი გაიტანა და ამის შემდეგ მატჩის მიწურულს მეტოქეს კიდევ რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა.

ახლა მანჩესტერში გავფრინდებით და ვნახავთ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია უკეთ. იმედი მაქვს, თავს უკეთ დავიცავთ და უკეთ შევუტევთ“.

აღნიშნულ გუნდებს შორის საპასუხო დაპირისპირება „ეტიჰადზე“ 17 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები