ჯეილენ ბრანსონი, ჯულიუს რენდლი, ჯოშ ჰარტი, გეიბ ვინსენტი, კეილებ მარტინი
Aa
Aa

მაიამის ლიდერი დააკლდა | ნიქსმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა

„ნიუ იორკ ნიქსმა“ „მაიამი ჰიტთან“ სერიაში წონასწორობა აღადგინა. აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში ანგარიში 1:1 გახდა და სერია ფლორიდაში გადაინაცვლებს, სადაც მესამე და მეოთხე მატჩები გაიმართება.

„ნიქსმა“ პირველი შეხვედრის წაგების შემდეგ, რეაბილიტაცია მოახდინა და მძიმე ბრძოლაში იმარჯვა. „მაიამის“ მთავარი ვარსკვლავი, ჯიმი ბატლერი ტრავმის გამო არ ჰყავდა, თუმცა „ნიუ იორკს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე, „ჰიტი“ 3 ქულით იგებდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ლიდერი დააკლდა და 105:111 დამარცხდა.

„ნიქსის“ მაისურით ყველაზე მეტი, 30 ქულა ჯეილენ ბრანსონმა ჩააგდო. ჯულიუს რენდლმა 25 ქულა, 12 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. არ ჯეი ბარეტმა 24 ქულა გააკეთა, ხოლო ჯოშ ჰარტმა 14 ქულა, 11 მოხსნა და 9 ასისტი მიითვალა. „მაიამის“ 22 ქულით კეილებ მარტინმა ულიდერა. გეიბ ვინსენტს 21 ქულა ჰქონდა, მაქს შტრუსს - 17.

ცნობისთვის, ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება 6 მაისს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით, 23:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მონსტრებთან ვთამაშობთ“ -  კრემონეზე მილანთან სენსაციას გეგმავს
„მონსტრებთან ვთამაშობთ“ - კრემონეზე მილანთან სენსაციას გეგმავს