ხვიჩა კვარაცხელია, ჯორჯო სკალვინი
Aa
Aa

„გოლის მომენტში ყველას გვეგონა, რომ ეგრევე დაარტყამდა“ - ატალანტას მცველი კვარაზე

„ატალანტას“ მცველმა, ჯორჯო სკალვინიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. 19 წლის სკალვინი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება და Tuttomercatoweb-მა მას სერია A-ს საუკეთესო გარემარბების დახასიათება სთხოვა.

„კვარაცხელია მიმართულების შეცვლაში ძალიან ძლიერია. ჩვენთან გატანილი გოლის ეპიზოდში, ყველას გვეგონა, რომ ეგრევე დაარტყამდა, მან კი მიმართულება რამდენჯერმე შეცვალა. ხვიჩა ერთი-ერთზე ძალიან ძლიერია და სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესოა“.

ცნობისთვის, სკალვინი „ატალანტას“ ძირითადი შემადგენლობის წევრია და სერია A-ს მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 26 შეხვედრაში აქვს მიღებული. მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. 19 წლის მცველით ევროპული ფეხბურთის გრანდები ინტერესდებიან და ერთ-ერთი „ინტერი“ გახლავთ.

კვარაცხელიას რაც შეეხება, ქართველ ფეხბურთელს შედეგიანი ქმედება ბოლო 7 შეხვედრაში არ ჰქონია. ხვიჩას მიმდინარე სეზონში, სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგაზე, 14 გოლი და 14 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული. 77-ე ნომრის ბოლო გაელვება 19 მარტით თარიღდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კორექტულად არ მოქცეულა“ - რუსული გამოცემა საბა საზონოვზე
„კორექტულად არ მოქცეულა“ - რუსული გამოცემა საბა საზონოვზე