პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

გუარდიოლა: “ძალიან დავიღალეთ, მეორე ტაიმი უკეთესი იყო“

მიუნხენის „ბაიერნმა“ „მანჩესტერ სიტის“ ვერაფერი მოუხერხა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და ნახევარფინალში ინგლისური კლუბი გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

გუარდიოლა:

„რა თქმა უნდა, ზედიზედ 3 წელი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა კარგი შედეგია. პირველ ტაიმში ვიწვალეთ. უპამეკანომ თითქმის ყველა პასი ჩაჭრა და კომანის წინააღმდეგ ვიბრძოდით. გაგვიმართლა, რომ პენალტის ეპიზოდამდე „ბაიერნმა“ გოლი ვერ გაიტანა. შესაძლოა ყველაფერი სხვანაირად წარმართულიყო. საერთო ჯამში, თავს ძალიან კარგად ვიცავდით.

ერლინგ ჰოლანდის ეპიზოდის დაგვირგვინება დიდებული იყო. ის როგორი ახალგაზრდაა.. ფეხბურთელებს უკვე ამ ეტაპზე თამაშის გამოცდილება აქვთ და მათ ყველაფრის კარგად გაკეთება სურდათ. მეორე ტაიმი გაცილებით კარგი იყო.

ჩვენ საკმაოდ დავიღალეთ და არ ვიცი როგორ მოვახერხებთ „შეფილდთან“ მატჩამდე ძალების აღდგენას. ახლა შაბათს გასამართი მატჩისთვის რთული დროა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემს ფეხბურთელებს შემდეგ ეტაპზე გასვლას ვულოცავ.“

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კვლავ მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 9 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები