Aa
Aa

მატჩის წინ - საქართველო VS იტალია

მე-4 ტურის შემდეგ, B ჯგუფში დაძაბული ვითარებაა. დღეს მარცხის შემთხვევაში, ილიას ზუროსის გუნდი ისრაელი-უკრაინის მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული.

ჩვენი წაგების შემთხვევაში, თუ უკრაინა ისრაელს მოუგებს, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტს დაემშვიდობება.

საბედნიეროდ ყველაფერი ჩვენს ხელთაა. არის შანსი, რომ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებმა მე-2 პოზიციაც კი დაიკავოს. ამისთვის საჭიროა, რომ გერმანიამ ლიტვა დაამარცხოს.

მოგეხსენებათ, რომ გუშინდელი დაპირისპირება ოვერტაიმში გადავიდა. იმედია, რომ ამ ფაქტის გამო საქართველოს ნაკრებს იტალიასთან შეხვედრაში ფიზიკური მომზადების მხრივ პრობლემები არ შეექმნება.

 

საქართველოსა და იტალიის ნაკრებთა დაპირისპირება, დღეს თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები