ილიას ზუროსი:
Aa
Aa

ილიას ზუროსი: "ჩვენ ავაშენეთ გუნდი, რომელიც კარგი გუნდური სულისკვეთებით გამოირჩევა"

დღეს ევროპის ჩემპიონატი იწყება. საქართელოს ეროვნული ნაკრები ისრაელშია და B ჯგუფიდან ეცდება პლეი ოფში გასვლას. ჩვენი მეტოქეები ლიტვა, ისრაელი, იტალია, გერმანია და უკრაინაა. როგორ მოემზადა ეროვნული გუნდი ევრობასკეტისთვის და რა განწყობით ხვდება კონტინენტის უმთავრეს ტურნირს მთავარი მწვრთნელი... შეიტყვეთ ილიას ზურსის ინტერვიუდან...

 

მოსამზადებელ ეტაპს როგორ შეაჯამებდითშეკრების მიმდინარეობისას ისეთიგუნდები დაამარცხეთროგორებიც ლიტვასაბერძნეთი და სერბეთი არიანამ შედეგებმაგუნდზე რა ზეგავლენა მოახდინა?

ჩვენ ავაშენეთ გუნდი, რომელიც კარგი გუნდური სულისკვეთებით გამოირჩევა. ერთმანეთისთვის თამაშობენ და თამაშისგან სიამოვნებას იღებენ. რაც შეეხება შედეგებს… შედეგები კარგია, მაგრამ ისინი საერთოდ არაფერს ნიშნავს. შედეგებმა გვაჩვენა, რომ კარგად გამოვიყურებით მაშინ, როდესაც ერთად ვართ, კონცენტრირებულები ვართ და ვიბრძვით. ამავე დროს ვიცით, რომ ამ გუნდების ხარისხი ძალიან მაღალია. ლიტვა, საბერძნეთი და სერბეთი არიან გუნდები, რომლებიც ამ წლებში, წინა წლებშიც და საერთოდ ყველა ევრობასკეტზე ფავორიტთა შორის არიან, მედლებისთვის იბრძვიან. მათი კალიბრის გუნდების დამარცხება ძალიან კარგია, ამავე დროს ეს აბსოლუტური ნულია, თუ ამ ყველაფერს ტურნირთან მიმართებაში განვიხილავთ. ტურნირი რამდენიმე დღეში იწყება.

ევრობასკეტისთვის რამდენად მზად ხართ?

სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ ვუმჯობესთებით დაცვაში, განსაკუთრებით დაცვიდან შეტევაში გადასვლზე ვიმუშავეთ ბოლო მატჩებში ბევრი. ფიზიკურად ყველას ვაჩვენეთ რომ საკმარისად კარგ ფორმაში ვართ. მოედანს კარგად ვფარავთ. დიდი კითხვის ნიშანია ზაზასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა გუნდთან ერთად ვარჯიშობს. რა თქმა უნდა ზაზას სურს დაეხმაროს გუნდს, თუმცა ის არ არის იგივე ფიზიკურ კონდიციებში როგორშიც დანარჩენი მოთამაშეები. ის ცოტა გვიან შემოგვიერთდა, ტრავმა მიიღო, ვარჯიშების გაცდენა მოუწია. ის არის მოთამაშე, რომელიც უდიდესი გამოცდილებით მოდის და იმედი გვაქვს, რომ მოედანზე მისი პოზიტიური ენერგია გუნდს დაეხმარება და მოგცემს მეტ ძალას ფარქვეშ, სადაც აქამდეც ძალიან ძლიერები ვიყავით.

რა გავლენა იქონია ტრავმებმა მოსამზადებელ პერიოდზეჯერ სანიკიძეშემდეგბურჯანაძე

ყველაზე დიდი, აქამდე გადაუჭრელი პრობლემა სანიკიძეა. იგი ეროვნულ გუნდში 14 წლის განმავლობაში თამაშობდა. მოთამაშე დიდი გამოცდილებით და შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებით. მოთამაშე რომელსაც ბევრი მოხსნის გაკეთება შეუძლია, სასარგებლო დაცვაშიც და თავდასხმაშიც. ჩვენ დაგვაკლდება სანიკიძე ისეთ გუნდებთან მატჩში, როგორიც მაგალითად ლიტვაა. გუნდებთან, რომლებსაც ბევრი მაღლები ეყოლებათ.

სამაგიეროდ წინა წლისგან განსხვავებით, მანუჩარ მარკოიშვილი დაგვიბრუნდა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა ახლა მოიშუშა ძალიან გვეხმარება. მას აქვს გამოცდილება, ძალიან კარგი, მაღალი კვალიფიკაციის მოთამაშეა.

გუნდის თამაშზე ახდენდა გავლენას ბურჯანაძე. ძალიან კარგი სათადარიგო ვარიანტი იყო მეოთხე ნომრისთვის. ხშირად, თამაშების მიმდინარეობისას მეხუთე ნომერზეც გვეხმარებოდა და მეტ ხარისხს გვაძლევდა.

მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში გიორგი შერმადინი ძალიან კარგადგამოიყურებოდაგანიხილავთ თუ არა ორი მაღალი მოთამაშითშერმადინით დაფაჩულიათი ერთდროულად თამაშისვარიანტს?

ამაზე ვფიქრობდი, თუმცა არ მჯერა რომ მოადანზე ამის გაკეთებას დიდი ხნის განმავლობაში მოვახერხებთ. შერმო მართლა ძალიან მაგრად თამაშობს, შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და ასევე აგრძელებს. ბედნიერები ვართ. გავიმეორებ, ზაზა ტურნირზე ცოტა ვარჯიშის შემდეგ მოდის, ასე რომ თამაშის რიტმი მან შეხვედრების მიმდინარეობისას უნდა იპოვოს. დასაწყისისთვის რაც უნდა ვქნათ არის ის, რომ მეხუთე ნომერი ამ დიდი ბიჭებით დავფაროთ. უკვე შემდეგ, ტურნირის მიმდინარეობისას მოვიფიქრებთ რა ვქნათ მეოთხე ნომერზე. ვნახოთ ვინმე ვინც შეცვლის თოკო შენგელიას, რომელიც ამ დრომდე შესანიშნავად გამოიყურება, დომინირებს და გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

გავიმეორებ, ბედნიერი ვარ იმით, რომ გუნდი გუნდურად მოქმდებს. უნდა ვისაუბროთ მანუჩარ მარკოიშვილზე, რომელმაც ამ დრომდე უზარმაზარი სამუშაო შეასრულა. ბუ ცინცაძემაც იგივე გააკეთა. მაიკ დიქსონი, რომელიც შეიძლება შედეგიანი არ არის, მაგრამ ბევრ საქმეს აკეთებს. დუდა სანაძემ რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარა, დაცვაში პროგრესი აქვს და ეს ძალიან გვახარებს. აგრეთვე, მოთამაშეები, რომლებიც სკამიდან შემოდიან პროგრესირებენ. ჩემთვის დიდი სიურპრიზია ბითაძე, რომელიც ახალგაზრდაა და გვიხარია რომ ამ მატჩების ჩატარება შეძლო. ყველას აჩვენა, რომ დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია არა მხოლოდ ქართული, არამედ ზოგადად კალათბურთისთვის გახდეს მნიშვნელოვანი. ახალგაზრდაა და მომდევნო წლებში ბევრს თუ იმუშავებს კარგი კარიერა ექნება.

ევროპის ჩემპიონატზე მატჩების ჩატარება მიყოლებით მოგიწევთმოკლე სკამისპირობებში ამსირთულესთან გამკლავებას როგორ გეგმავთ?

არა არის იოლი, როდესაც 7 დღეში 5 მატჩი გაქვს ჩასატარებელი, თუმცა ამავდროულად მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი სათადარიგო მოთამაშეებით. თავისი როლი კარგად ესმით, მოედანზე მაქსიმუმს დებენ. ჩვენ გუნდი ვართ. ყველა 100%-ით იხარჯება. რა თქმა უნდა სხვა გუნდებს ჰყავთ მოთამაშეები, რომლებიც ევროლიგას თამაშობენ, დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენ არ გვყავს მოთამაშეები მსგავსი გამოცდილებით. ისინი ჩვენ ლიგაში თამაშობენ, მაგრამ მჯერა დიდი გული აქვთ, მოედანზე ყველაფერს ტოვებენ… მათ დიდ პატივს ვცემ. ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ თუ ასე გააგრძელებენ დიდ დახმარებასაც გაგვიწევენ.

ჩემპიონატის ფავორიტად ვინ მიგაჩნიათ?

ამ მომენტისთვის ესპანეთი ნამდვილად კარგად გამოიყურება. ლიტვა თამაშს აუმჯობესებს, ოქროს მედლის მოგების მთავარი ფავორიტები რა თქმა უნდა სერბებიც არიან. საბერძნეთი, იტალია, ხორვატია - ეს არის გუდების ჩამონათვალი, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ ძლიერები იყვნენ. კითხვის ნიშანია სლოვენიასთან დაკავშირებით. მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე დააკლდებათ. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყოველ წელს იქნება სიურპრიზებიც. იმედია ერთ-ერთი ჩვენ ვიქნებით, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.

წყარო: gbf.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები