„იმედი მაქვს, ეს იყო ხვრელი და არა უფსკრული“ - სპალეტი მატჩის შემდეგ
Aa
Aa

„იმედი მაქვს, ეს იყო ხვრელი და არა უფსკრული“ - სპალეტი მატჩის შემდეგ

იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში, „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „მილანს“ დაუპირისპირდა და უშანსოდ, 0:4 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

რა თქვა სპალეტიმ:

ლეაუსთან არ მიკამათია. მსაჯს ველაპარაკებოდი და ვთხოვე აეხსნა, თუ რატომ გააფრთხილა ლობოტკა. ამ დროს კი მალდინი ხელების ქნებით მოვიდა. რაღაცეები მითხრა, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ის უპატივცემულოდ მომექცა.

რა მოხდა? უბრალოდ ჩვეული თამაში ვერ ვაჩვენეთ. აქამდე, როდესაც ვაგებდით, როგორც წესი სწორად ვრეაგირებდით და იმედი მაქვს, გუნდს ამჯერადაც სწორი რეაქცია ექნება. ფეხბურთელებს სიტუაციის შეცვლის სურვილი ჰქონდათ. ეს მათშიც ჩანდა, ვინც შეცვლაზე შემოვიდა, მაგრამ ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელი იყო.

მეტოქეს დრიბლინგების თავისუფლად შესრულების შესაძლებლობას ვაძლევდით, მოქმედებებს ცუდად ვიწყებდით და ბურთს ბევრჯერ ვკარგავდით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იტალიის მოქმედ ჩემპიონს ვეთამაშეთ, რომელიც ძალიან ძლიერი გუნდია. შარშან, ტურნირი დამსახურებულად მოიგეს. მათ წინააღმდეგ თუ შეცდომებს დაუშვებ, ისეთ შედეგს მიიღებ, როგორიც დღეს ვიხილეთ.

იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მატჩი არის ხვრელი და არა უფსკრული. ბიჭების მხრიდან მონდომება დავინახე და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ დასკვნებს გამოიტანენ. ხვალ დილით შევიკრიბებით და ყველაფერს განვიხილავთ.

28 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ში კვლავ პირველ ადგილზეა და 71 ქულა აქვს, „მილანმა“ კი ამ გამარჯვებით 51 ქულა დააგროვა და მე-3 პოზიციაზე აღზევდა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს, სტუმრად „ლეჩესთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის უშანსო მარცხი მილანთან - კვარამ შეუცვლელად ითამაშა
ნაპოლის უშანსო მარცხი მილანთან - კვარამ შეუცვლელად ითამაშა