მილანი, ნაპოლი, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

“ოსიმენის დანაკლისი არაფერს ცვლის“ - პიოლი ნაპოლისთან მატჩის წინ

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „მილანს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

პიოლი:

„სანაკრებო შესვენების დროს ბიჭებს ვუთხარი, რომ არაფერი შეცვლილა. გასულ წელს, ფსონს ჩვენზე არავინ აკეთებდა და არავის სჯეროდა, რომ სკუდეტოს მოვიგებდით. ჩვენი ახლაც არავის სჯერა. ცოტას სჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში გავალთ და სერია ა-ში ოთხეულში დავასრულებთ. ეს არის სეზონი, რომელიც შეიძლება დიდებული გახდეს, მაგრამ ცოტა ნეგატიური მაინც არის.

ის, რაც გასულ სეზონში მოხდა უნდა დავივიწყოთ. კონცენტრაცია სერია ა-ში დარჩენილ 10 მატჩზე და ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენილ 5 შეხვედრაზე უნდა გავაკეთოთ. ბევრი რამის გამოსწორება ისევ შეგვიძლია. მე მყავს გუნდი, რომელიც არის ერთიანი და აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა.

რა თქმა უნდა, ოსიმენი ბრწყინვალე თავდამსხმელია, მაგრამ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მის არყოფნას. მიმდინარე სეზონში, „ნაპოლიმ“ მის გარეშე 7 შეხვედრა მოიგო. რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რომ მაქსიმუმი უნდა გააკეთონ. რაც არ უნდა მოხდეს, ჩემპიონთა ლიგაზე სულ სხვა თამაშს ვიხილავთ."

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ და „მილანი“ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც შეხვდებიან. სერია ა-ში გასამართი მატჩი კი 2 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლო ცეკვა ჯორდანის მსგავსად“ - ჩავი მესის დაბრუნებაზე საუბრობს
„ბოლო ცეკვა ჯორდანის მსგავსად“ - ჩავი მესის დაბრუნებაზე საუბრობს