ფაბიო პარატიჩი, პაველ ნედვედი
Aa
Aa

პარატიჩის ინგლისში მუშაობა აეკრძალა | ფიფას გადაწყვეტილება იუვეს საქმეზე

ფიფამ „იუვენტუსის“ ყოფილი მენეჯერებისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა. იტალიაში „ბიანკონერის“ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ტურინელებს ბრალად კაპიტალური შემოსავლების გაყალბება ედებათ. რამდენიმე კვირის წინ, ამის გამო, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა მთლიანად შეიცვალა.

გამოძიების დაწყების შემდეგ, „იუვეს“ ექს-პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ და ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, მაურიციო არივაბენემ 2-2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პაველ ნედვედი 8 თვით დაისაჯა, ფაბიო პარატიჩი - 2.5 წლით, ხოლო მოქმედი დირექტორი, ფედერიკო კერუბინი - 16 თვით. აქამდე, ეს სანქციები მხოლოდ იტალიურ ფეხბურთზე მოქმედებდა, ფიფამ კი დააკმაყოფილა სასამართლოს მოთხოვნა, რომ მათ გლობალური სახე მიეცეთ და აღნიშნული პირების დისკვალიფიკაცია მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ეგიდით გავრცელდეს.

ფიფას გადაწყვეტილების შემდეგ, ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა და ყველაზე საინტერესო ფაბიო პარატიჩის მომავალია. ეს უკანასკნელი „ტოტენჰემის“ სპორტული დირექტორია, მაგრამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ვერდიქტის გამო, ინგლისურ ფეხბურთში მუშაობის უფლება აღარ აქვს.

როგორც მოგეხსენებათ, არის ვარაუდი, რომ იტალიურმა გრანდმა 2019, 2020 და 2021 წლების საბოლოო ბალანსები გააყალბა. გარდა ამისა, სამართალდამცველები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ 2020 წლის მარტში, ფეხბურთელებს ხელფასის ნაწილი არ დაუთმიათ და კლუბთან ფარული ხელშეკრულებები გააფორმეს, რომელთა წყალობითაც, 3 თვის ანაზღაურება მიიღეს. ამასთან, კორონავირუსის პანდემიისას, როცა ფეხბურთელებმა ხელფასების შემცირებაზე თანხმობა განაცხადეს, „ბებერი ქალბატონი“ რონალდუს 20 მილიონ ევროს დაჰპირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს გაგვძარცვეს“ - სტოლე სოლბაკენი
„ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს გაგვძარცვეს“ - სტოლე სოლბაკენი