იოახიმ ლიოვი, ბრაზილიის ნაკრები
Aa
Aa

BILD: ლიოვს ბრაზილიის ნაკრების ჩაბარება სურს

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი კვლავ ვაკანტურია. „სელესაოს“ ჩაბარება რამდენიმე ცნობილ სპეციალისტს უწინასწარმეტყველეს.

ამჯერად, გერმანული Bild-ი წერს, რომ იოახიმ ლიოვს „პენტაკამპეონთა“ გაწვრთნის სურვილი აქვს.

ტიტემ ბრაზილიის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან 1/4 ფინალურ ეტაპზე ხორვატიასთან მარცხის შემდეგ დატოვა. რამონ მენეზესი, რომელიც მანამდე ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, ამჟამად მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია.

ბუნებრივია ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას მენეზესის შეცვლა რაც შეიძლება მალე სურს. გაიჟღერა გუარდიოლას, ანჩელოტისა და მოურინიოს სახელებმა. იყო სხვა გვარებიც, მაგრამ ბრაზილიაში ქომაგებსა და ვეტერან ფეხბურთელებს მხოლოდ ადგილობრივი სპეციალისტის მიწვევა სურთ.

შეგახსენებთ, რომ ლიოვი გერმანიის ნაკრებში 2006-დან 2021 წლამდე მუშაობდა. ნაკრებიდან წასვლის შემდეგ არსად უმუშავია. მისი ხელმძღვანელობით გერმანიამ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, სადაც ნახევარფინალში ბრაზილია 7:1 გაანადგურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიაში 2-2-ჯერ მხოლოდ 2 ფეხბურთელს აქვს - ჰოლანდმა მესის შედეგი გაიმეორა
ისტორიაში 2-2-ჯერ მხოლოდ 2 ფეხბურთელს აქვს - ჰოლანდმა მესის შედეგი გაიმეორა