დღეს აკროპოლისის ტურნირზე ეროვნული ნაკრები საბერძნეთს შეხვდება
Aa
Aa

დღეს აკროპოლისის ტურნირზე ეროვნული ნაკრები საბერძნეთს შეხვდება

საბერძნეთის ეროვნული გუნდი იქნება, რომელსაც 2011 წლის ევრობასკეტზე წვრთნიდა.

საბერძნეთისა და საქართველოს მატჩი ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიწყება, შესაბამისად, ამ გუნდების ვარჯიშიც წინა დღეს, 21 აგვისტოს ამ დროსთან ახლოს დაიგეგმა.

ილიას ზუროსის გუნდმა ბერძნების შემდეგ - 21:30 საათზე ივარჯიშა ათენის ოლიმპიურ (O.A.K.A.) დარბაზში.

მოედანზე შესასვლელთან ერთმანეთს ბერძენი და ქართველი კალათბურთელები შეხვდნენ და გულთბილად მოიკითხეს ერთმანეთი.

ყველაზე მეტი ახლობელ-მეგობარი გიორგი შერმადინმა გამონახა, რომელსაც არა მხოლოდ კალათბურთელები მიესალმნენ თბილად, არამედ O.A.K.A-ს მომსახურე პერსონალი და მწვრთნელები.

ამ დარბაზში თამაშობს ათენის „პანათინაიკოსი“, სადაც შერმადინი 2008-10 წლებში თამაშობდა და 2009-ში ევროლიგის ჩემპიონიც გახდა.

შერმადინს თანასის ადეტოკუმბო, იანის ბურუსისი, გეორგიოს პრინტეზისი, კოსტას პაპანიკოლაუ და სხვანი მიესალმნენ.

ყოფილი თანაგუნდელები თორნიკე შენგელიამ და ვიქტორ სანიკიძემაც მოინახულეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრების ვარჯიშიც დაიწყო.

O.A.K.A-ას დარბაზის თვალუწვდენელი ტრიბუნები ვარჯიშზე, ცხადია, ცარიელი იყო, თუმცა არც მატჩზე იგეგმება მათი შევსება. როგორც ილიას ზუროსმა განაცხადა, ბერძენთა სუპერვარსკვლავის - იანის ანტეტოკუმპოს გამოკლებამ ხალხის ინტერესი მნიშვნელოვნად გაანელა და ბილეთები ისე დატაცებაზე არაა.

ილიას ზუროსმა ნაკრები დიდად არ დატვირთა. ძირითადად ორმხრივად ათამაშა და ცალ ფარში კომბინაციები დაამუშავებინა. ზაზა ფაჩულიამ მცირე ხანს ბურთი ისროლა, თუმცა სავარჯიშო ფორმა არ ჩაუცვამს და არც გუნდთან ერთად უვარჯიშია. კაპიტნის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის და დაგეგმილ დროში ის ვარჯიშს განაახლებს.

საბერძნეთისა და საქართველოს მატჩი თბიისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზე" განხორციელდება.

 

წყარო gbf.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები