გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 14 ქულა - ტენერიფემ ბილბაოს მოუგო

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში „ტენერიფე“ „ბილბაოს“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 74:72 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში კი თავისი წვლილი გიორგი შერმადინმა შეიტანა.

როგორც ყოველთვის, ქართველი კალათბურთელი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. შერმადინმა პარკეტზე 26 წუთი და 22 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში კი 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

გიორგიმ ხუთი 2-ქულიანი ისროლა და ზუსტი სამი აღმოჩნდა. დარჩენილი ქულები კი საჯარიმო სროლებით მოაგროვა. შერმადინს 3-ქულიანი დღეს არ უსვრია.

„ტენერიფეს“ მხრიდან საუკეთესო სტატისტიკა ჰუერტასმა დააფიქსირა. ბრაზილიელმა კალათბურთელმა არასრულ 29 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა და 7 პასი დააგროვა.

ცნობისთვის, ლენოვო „ტენერიფე“ მომდევნო მატჩს ესპანეთის ACB ჩემპიონატში „ბადალონას“ წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 11 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა: “საქართველოს მომავალი ევროპაშია“
ხვიჩა: “საქართველოს მომავალი ევროპაშია“