იუვენტუსი
Aa
Aa

Gazzetta: "იუვენტუსი ვლაჰოვიჩის გაყიდვას დათანხმდა"

ყველა იტალიური სპორტული გამოცემა აანალიზებს დუსან ვლაჰოვიჩის ბოლოდროინდელ პრობლემებს „იუვენტუსში“ და Gazzetta ვარაუდობს, რომ ამჟამინდელმა ვითარებამ შეიძლება  სერბი თავდამსხმელის ზაფხულის წასვლა გამოიწვიოს.

ამას ისიც ემატება, რომ ვლაჰოვიჩმა ბოლო 4 მატჩში გოლი ვერ გაიტანა და მეტიც, კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყა. „რომას“ წინააღმდეგ კი სადაც იუვე 0:1 დამარცხდა, საშინლად ითამაშა.

Gazzetta-ს, Corriere dello Sport-სა და Tuttosport-ს ბეჭდურ გამოცემაში აქვთ სტატია „ფიორენტინას“ ყოფილი თავდამსხმელის შესახებ. კერძოდ La Gazzetta აანალიზებს არსებულ ვითარებას და ასახავს იმას, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ყველაფერი ვლაჰოვიჩის ტურინულ მომავალზე.

ამის პარალელურად, მასიმილიანო ალეგრი თავის ფეხბურთელს იცავს და „რომასთან“ წაგებული მატჩის შემდეგ საჯაროდ განაცხადა, რომ დუსანთან პრობლემა არ აქვს. ასევე, „მაქსი“ სერბ შემტევს მაქსიმალურად ბევრ სათამაშო დროს აძლევს, რათა მან გოლების გატანა ისევ დაიწყოს.

ამავდროულად, ვლაჰოვიჩისთვის კარგად არის ცნობილი ევროპული გრანდების ინტერესის შესახებ. მისით „ბაიერნი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“ ინტერესდებიან. Gazzetta-ს ცნობით, თუ „ბებერი ქალბატონი“ სარფიან შეთავაზებას მიიღებს, დუსანის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები