კავაი ლეონარდი, დესმონდ ბეინი, რასელ უესტბრუკი, პოლ ჯორჯი, ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი
Aa
Aa

როგორც იქნა - კლიპერსმა უესტბრუკთან ერთად მოიგო

რასელ უესტბრუკი „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ თებერვლის ბოლოს შეუერთდა და გუნდთან ერთად პირველი გამარჯვება დღეს დილით იზეიმა. „ბროდის“ გაფორმების შემდეგ, „კლიპერსს“ ზედიზედ 5 მატჩი ჰქონდა წაგებული და წარუმატებელი სერია „მემფის გრიზლისთან“ დაასრულა - 135:129.

„კლიპერსმა“ მატჩი კარგად დაიწყო და შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. „მემფისმა“ 51 ქულა ჩააგდო და მეოთხე პერიოდის დაწყებამდე, 15 ქულით იგებდა. ლოს ანჯელესელებმა მატჩში გარდატეხა შეიტანეს და ბოლო თორმეტწუთეულში მეტოქეზე 21-ით მეტი ქულა მიითვალეს - 38:17.

„კლიპერსის“ რიგებში 42 ქულითა და 11 მოხსნით პოლ ჯორჯი გამოირჩა. კავაი ლეონარდმა 34 ქულა და 10 მოხსნა გაიფორმა. ერიკ გორდონმა 17 ქულა ჩააგდო, რასელ უესტბრუკის ანგარიშზე კი 9 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრაა. აღსანიშნავია, რომ კავაი და ჯორჯი პირველი თანაგუნდელები არიან, რომლებმაც 1982 წლის შემდეგ მინიმუმ 30-30 ქულა და 10-10 მოხსნა დააგროვეს. „მემფისს“ დესმონდ ბეინმა ულიდერა - 30 ქულა, 6 ასისტი. ტაიუს ჯონსს 25 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, ჯარენ ჯექსონ ჯუნიორს - 24 ქულა.

ცნობისთვის, „კლიპერსს“ 34 მოგება და 33 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-8 გახლავთ. ლოს ანჯელესელები მომდევნო შეხვედრას 9 მარტს, „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეორე მატჩი სან ანტონიოს რიგებში - მამუს სამიანი და 2+1
მეორე მატჩი სან ანტონიოს რიგებში - მამუს სამიანი და 2+1