ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, კიმ მინ-ჯე, მიხაილო მუდრიკი
Aa
Aa

„კვარას არავინ იცნობდა? ტყუილია“ - დი მარციომ ხვიჩაზე ისაუბრა

ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ Sky Sport-თან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი საუბრიდან გამომდინარე, ხვიჩა კვარაცხელია 100 მილიონზე მეტი ღირს, რადგან „ჩელსიმ“ უკრაინელ მიხაილო მუდრიკში 100 მილიონი გადაიხადა, თუმცა მარცხენა გარემარბს საუკეთესო თვისებები ჯერ არ გამოუვლენია.

„კიმისა და კვარაცხელიას ტრანსფერებში საკმაოდ მცირე სატრანსფერო თანხა გადაიხადეს, ქართველი 10 მილიონ ევროდ შეიძინეს - სატრანსფერო შედევრებია.

კვარას არავინ იცნობდა? სიმართლე არაა, ეს ტყუილია. პანდემიამდე ყაზანის „რუბინი“ მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვდა. მიუხედავად ამისა, „ნაპოლიმ“ ფეხბურთელის აგენტთან კავშირი გააგრძელა, მასთან ურთიერთობას უფრო მყარს ხდიდა.

კვარას სატრანსფერო თანხა? „ჩელსიმ“ მუდრიკის ტრანსფერში 100 მილიონი გადაიხადა, თუმცა ფეხბურთელს საუკეთესო თვისებები ჯერ კიდევ არ გამოუვლენია“.

კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

24 ტურის შემდეგ სერია ა-ს „ნაპოლი“ 65 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „ინტერსა“ და „მილანს“ 18 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვერცხები უნდა გქონდეს და მათზე ფსონი დადო“ - დომენიკო კაზო ნაპოლიზე
„კვერცხები უნდა გქონდეს და მათზე ფსონი დადო“ - დომენიკო კაზო ნაპოლიზე