დაიჩი კამადა
Aa
Aa

უნიკალური წინადადება - დარჩენის სანაცვლოდ ნობელის პრემიის მედალი შესთავაზეს

„აინტრახტის“ ფეხბურთელს, დაიჩი კამადას კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მას ბევრი მსურველი ჰყავს. იაპონელ შემტევ ნახევარმცველს „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემს“ უკავშირებდნენ და ფრანკფურტელთა ერთ-ერთმა ქომაგმა გადაწყვიტა, მის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთოს.

ბენჟამინ ლისტი გერმანელი ქიმიკოსია. 2021 წელს, იგი ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა და მზადაა, პრესტიჟული მედალი დათმოს, რათა კამადამ „აინტრახტი“ არ დატოვოს. რამდენიმე საათის წინ, გერმანულ პრესაში მისი განცხადება გავრცელდა და „აინტრახტის" ქომაგმა ლისტმა იაპონელ ფეხბურთელს წინადადებით მიმართა.

„თუ წავა, გული ძალიან მეტკინება. დღეს, მინდა, შანსით ვისარგებლო და ჩემს მედალს ჩამოვიდე. თუ კამადა გუნდში დარჩება, მზად ვარ, ნობელის პრემიის ოქროს მედალი დავუთმო“.

ცნობისთვის, კამადა „აინტრახტის“ ერთ-ერთი ლიდერია და მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 18 გოლში აქვს მიღებული. იაპონელმა ფრანკფურტელთა მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლი და 5 საგოლე გადაცემა გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნამდვილი ლიდერივით მოიქცა - ოსიმენის მაგარი ჟესტი კვარას პენალტის შემდეგ
ნამდვილი ლიდერივით მოიქცა - ოსიმენის მაგარი ჟესტი კვარას პენალტის შემდეგ