ნეიმარი
Aa
Aa

ნეიმარის სტატუსი - ბრაზილიელის გარემოცვაში ოპტიმისტური განწყობაა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ის 24-ე ტურის შეხვედრა „ლილის“ წინააღმდეგ გამართა. პარიზულმა გრანდმა 4:3 იმარჯვა, თუმცა სერიოზული დანაკლისი მიიღო. მეორე ნახევარში, პსჟ-ს ლიდერმა, ნეიმარმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა კოჭი დაიზიანა და მატჩის შემდეგ პარიზელთა ქომაგებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. „პარკ დე პრენსის“ ბინადრებმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნეს და გვაუწყეს, რომ „ნეის“ მოტეხილობა არ აქვს. მას ჯვარედინი იოგების დაჭიმულობა დაუდგინდა და კლუბი განმეორებითი ტესტების პასუხების მოლოდინშია.

L’Equipe-ის ინფორმაციით, „ნეის“ გარემოცვაში ოპტიმისტური განწყობაა. ისინი თვლიან, რომ სარეაბილიტაციო პროცესს 3 კვირაზე მეტი არ დასჭირდება და ბრაზილიელი ფეხბურთელი „ბაიერნთან“ თამაშს არ გამოტოვებს. ნეიმარის დაბრუნების თარიღი რამდენიმე დღეში გაირკვევა, როცა მას გამოკვლევებს კიდევ ერთხელ ჩაუტარებენ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „რეკორდმაისტერთან“ პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გამართა და 0:1 დამარცხდა. განმეორებითი მატჩი თბილისის დროით, 9 მარტსაა ჩანიშნული და 00:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: „რა მოხდება UFC-იმ, რომ მითხრას ტატუ მოიშორეო?!“
დვალიშვილი: „რა მოხდება UFC-იმ, რომ მითხრას ტატუ მოიშორეო?!“