ლიონელ მესი, ნეიმარი
Aa
Aa

ნეიმარმა და მესიმ ქომაგებს ბოდიში მოუხადეს | რა შეფასებები მიიღეს პარიზელებმა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გამართა და „ბაიერნთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1. მატჩის შემდეგ, პარიზელთა ფეხბურთელები, რომელთა შორის ლიონელ მესი, ნეიმარი, მარკინიოსი, სერხიო რამოსი და დანილუ იყვნენ, კლუბის ქომაგებთან მივიდნენ, ბოდიში მოუხადეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

Rmc Sport-ის მიხედვით, ბოლო 10 თვის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მესი და ნეიმარი ქომაგებთან მივიდნენ. პსჟ-ს ვარსკვლავებსა და გულშემატკივრებს შორის განხეთქილება 2022 წლის მარტში მოხდა, როცა ტრიბუნებზე შეკრებილმა ფანებმა „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშეებს უსტვინეს და სტვენა ძლიერდებოდა, როცა ბურთს მესი ან ნეიმარი ეხებოდა.

„ბაიერნთან“ ნაჩვენები თამაშის გამო, პსჟ ბევრმა გააკრიტიკა და გამონაკლისი არც ავტორიტეტული გაზეთი, L’Equipe-ი ყოფილა. ფრანგულმა გამოცემამ ფეხბურთელთა შეფასებები შემოგვთავაზა და პარიზელთა რიგებში, საუკეთესო შეფასება რამოსმა და მარკინიოსმა მიიღეს, რომლებსაც 10-დან 6-6 დაუწერეს. კარლოს სოლერმა, ნუნუ მენდეშმა და ჯიჯი დონარუმამ 4 ქულა მიიღეს, დანილუმ - 5, ხოლო „პარი სენ-ჟერმენის“ ყველა სხვა ფეხბურთელის ასპარეზობა L’Equipe-მა 3 ქულით შეაფასა. აღსანიშნავია, რომ ცვლილებაზე შემოსული კილიან მბაპე, ფაბიან რუისი და ვიტინია შეფასების გარეშე დარჩნენ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ განმეორებითი მატჩი 9 მარტს გაიმართება და თბილისის დროით, 00:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგისთვის გუნდს აძლიერებენ | ცრვენა ზვეზდა მიქაუტაძით ინტერესდება
ჩემპიონთა ლიგისთვის გუნდს აძლიერებენ | ცრვენა ზვეზდა მიქაუტაძით ინტერესდება