კრისტოფ გალტიე
Aa
Aa

„გაოცებული ვარ მბაპეს მონდომებით“ - რა თქვა გალტიემ მატჩის წინ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპის პირველ მატჩში პსჟ საკუთარ მოედანზე მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე, პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა გალტიემ:

ვიცი, რომ ჩემი მოთამაშეები ასეთ რთულ დროს, თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებენ და ყველა მატჩში მაქსიმუმს იძლევიან. თასიდან გამოვარდნა სამწუხაროა. ამაში ყველა დამნაშავეები ვართ და სიტუაციას ვაანალიზებთ. ვეძებთ საუკეთესო გამოსავალს. ჩემს გარშემო შექმნილ ზეწოლას გაგებით ვეკიდები და კრიტიკას პატივს ვცემ.

რაც შეეხება მბაპეს, გუშინ მან ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, დღეს კი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით მოემზადა. ჯერ არ გადამიწყვეტია, დავაყენებ თუ არა მას სასტარტო თერთმეტეულში. ხვალ დილით მის მდგომარეობას შევამოწმებთ და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, ექიმებსაც დაველაპარაკებით. კილიანმა საოცარი სამუშაო გასწია, რომ სამატჩო სიაში მოხვედრილიყო. ხვალ ყველასთვის გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებ და პირველი, ვისაც მოვუსმენ, ეს სწორედ მბაპე იქნება. ის სიაში უბრალოდ სათადარიგოთა სკამზე ყოფნის გამო არ შემიყვანია.

არის თუ არა „ბაიერნი“ ფავორიტი? არა. შანსები 50-50-ზეა. ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩია და ჩემს ფეხბურთელებს ამ დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ. ვიცით, რომ „ბაიერნმა“ რთული პერიოდის გადალახვა შეძლო, მაგრამ ეს ახლა ჩვენი საქმე არ არის. ხვალ კიდევ ერთი მატჩი გვექნება, თუმცა წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, შედარებით რთული.

რაც შეეხება ნაგელსმანს, ის ახალგაზრდა, თანამედროვე მწვრთნელია, რომელიც ყველა გუნდს, სადაც უმუშავია, კარგად მოერგო. მას აქვს როგორც ძლიერი, ისე რთული მხარეებიც და ამაზე ვიმუშავეთ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ბაიერნის“ დაპირისპირება 14 თებერვალს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები