პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლა: ჯერარდს, რომ ფეხი დაუცურდა ისიც ჩვენი ბრალი ხომ არ იყო?

პეპ გუარდიოლამ „მანჩესტერ სიტის“ ფინანსური ბრალდებების შესახებ ისაუბრა, რომელსაც თავად არ ეთანხმება და მას არასათანადოს უწოდებს.

„ეს მომენტები (თასები) ჩვენ გვეკუთვნის. ისინი აბსოლუტურად ჩვენ გვეკუთვნიან, განურჩევლად განაჩენისა. ისინი ჩვენ გვეკუთვნიან.

არ ვიცი, ვართ თუ არა ჩვენ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჯერარდს ენფილდზე ფეხი დაუცურდა. ეს ჩვენი ბრალი იყო? ჯერარდს პატივს ვცემ - მაგრამ ეს მომენტი ჩვენ გვეკუთვნის.

ვიცი, რომ მოვიგეთ და როგორ გავაკეთეთ ეს ყველაფერი. ვიცი, რამხელა ძალისხმევას ვდებთ. თუ რამე მოხდა 2009 ან 2010 წელს, ეს ერთი წამითაც არაფერს ცვლის.

ცხრა კლუბის პროტესტი? მე უკვე ვისაუბრე იმაზე, რაც გასულ ორშაბათს მოხდა. რა გააკეთა ამ 9 გუნდმა, არ მავიწყდება. ამას არ დავივიწყებ.

მათ სურთ ჩემპიონთა ლიგაზე ადგილის მოპოვება დიდი ფულის მისაღებად, რათა გადაიხადონ თავიანთი ახლად აშენებული სტადიონებისთვის. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა“,

- ამბობს გუარდიოლა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ ინგლისის 9 კლუბმა CAS-ს წერილი მისწერა, რათა „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგიდან მოეკვეთათ.

ამ 9 კლუბს შორის იყვნენ: „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „არსენალი“, „ტოტენჰემი“, „ლივერპული“, „ლესტერი“, „ვულვზი“, „ბარნლი“ და „ნიუკასლი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრაგედია ბელგიაში: 25 წლის მეკარემ პენალტი მოიგერია და უგონოდ დაეცა
ტრაგედია ბელგიაში: 25 წლის მეკარემ პენალტი მოიგერია და უგონოდ დაეცა