ქულებს კიდევ ერთ გუნდს დააკლებენ - სამპდორიას პრობლემები აქვს
Aa
Aa

ქულებს კიდევ ერთ გუნდს დააკლებენ - სამპდორიას პრობლემები აქვს

იტალიის სერია A-ში, შესაძლოა, ქულები კიდევ ერთ გუნდს დააკლონ. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, არის შანსი, „იუვენტუსის“ ბედი „სამპდორიამ“ გაიზიაროს. „ბიანკონერის“ 15 ქულა ფინანსური მაქინაციების გამო ჩამოაკლეს, „სამპას“ კი ფინანსური პრობლემები აქვს.

როგორც ირკვევა, გენუურ კლუბს ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის წევრების დავალიანება აქვს. „სამპდორიაში“ დასაქმებულ ადამიანებს ხელფასები ბოლო სამი თვეა არ აუღიათ და დავალიანება საერთო ჯამში 11 მილიონ ევროს შეადგენს. „სამპას“ მფლობელს, მასიმო ფერეროს დრო 16 თებერვლამდე აქვს და თუ დავალიანება არ დაფარა, სერია A-ს ხელმძღვანელები ზომებს მიიღებენ.

ფერერო რამდენიმე კვირაა, კლუბის გაყიდვას აქტიურად ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით მსურველი ვერ იპოვა. La Gazzetta dello Sport-ი იმასაც წერს, რომ „სამპდორიას“ 35-50 მილიონი ევროს ოდენობის კაპიტალი სჭირდება, რათა მიმდინარე სეზონი ჩაამთავროს.

შეგახსენებთ, რომ 20 ტურის შემდეგ, „სამპდორიას“ 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-19 პოზიციას იკავებს. გენუური კლუბი მე-17 პოზიციაზე მყოფ „სპეციას“ 9 ქულით ჩამორჩება და მხოლოდ ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ უსწრებს, რომელსაც 8 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1 სქემაში დამალული 3 გეგმა - თოფი, რომელიც ყველა კედელს ანგრევს
1 სქემაში დამალული 3 გეგმა - თოფი, რომელიც ყველა კედელს ანგრევს