გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„გიგანტი სუსტი დაცვის ხაზით“ - Superdeporte მამარდაშვილზე წერს

ცნობილი ესპანური გამოცემა, Superdeporte „ვალენსიასა“ და „ვალიადოლიდის“ დაპირისპირებას გამოეხმაურა და გიორგი მამარდაშვილზე დაწერა. Superdeporte-მ „მამარდას“ უწოდა გიგანტი, რომელსაც საკუთარი დაცვის ხაზი ასუსტებს.

„მამარდაშვილის სასწაულები ხოსე სორილას სახელობის სტადიონზე. ვალენსიას მეკარე რამდენიმე წუთით სუპერ გმირი იყო და ეს განსაკუთრებით მეორე ნახევარს ეხება, თუმცა, დაცვის ხაზის არაეფექტურობა უდიდესი ტვირთი აღმოჩნდა და ვალენსია მარცხს ვერ გადაურჩა.

შეხვედრის სტარტზე, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს გიორგის მშვიდი მატჩი ელოდა. ვალენსია დომინირებდა და მეტოქის შეტევებს სწრაფად ახშობდა. ქართველი მეკარე საკუთარ საჯარიმოში თავს კომფორტულად გრძნობდა და მისი ერთადერთი გამოწვევა ბურთის თამაშში შეყვანისას საუკეთესო ვარიანტის პოვნა იყო. ეს მისთვის სერიოზული საკითხია და თუ გატუზოს პოსტი არ დაატოვებინეს, ფეხით თამაში და იერიშების უკნიდან დაწყება ვალენსიას საფეხბურთო ფილოსოფიის ნაწილი მომავალშიც იქნება.

მეორე ტაიმში დადგა დრო, როცა მამარდაშვილს ვალენსიას გადარჩენა რამდენჯერმე მოუწია. 20 წუთის განმავლობაში, მან 4 სეივი მიითვალა, თუმცა ვალიადოლიდის გოლის ეპიზოდში, ვერაფერს იზამდა და ვალენსიამ ქულები ხელიდან მაინც გაუშვა. მამარდაშვილი გიგანტი იყო, მაგრამ მანაც ვერ აირიდა მარცხი, რომელიც ღამურების სუსტმა დაცვის ხაზმა განაპირობა“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „მამარდას“ მომდევნო შეხვედრა 2 თებერვალს ელის და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის ჩატენვა პელიკანსთან - იანისმა 50 ქულა ჩააგდო
მამუკელაშვილის ჩატენვა პელიკანსთან - იანისმა 50 ქულა ჩააგდო