კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

უთანხმოება პერესთან - ანჩელოტი რეალის შემადგენლობით უკმაყოფილოა

მადრიდის „რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი სატრანსფერო ბაზარზე კლუბის ქმედებებით უკმაყოფილოა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფლორენტინო პერესი ესპანეთის სუპერთასზე „რეალის" „ბარსასთან" დამარცხების შემდეგ გაბრაზებული იყო და ანჩელოტის სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდა.

Relevo-ს ცნობით, ანჩელოტი ჩივის, რომ მას მხოლოდ 14-15 მოთამაშე ჰყავს, რომლებზეც მუდმივ იმედებს ამყარებს, რაც ხანგრძლივი სეზონისთვის ცოტაა.

მას დიდი ხანია სურდა, რომ კლუბს შემადგენლობა გაეძლიერებინა და „ბარსელონას“ მაგალითი, რომელიც ფინანსური კრიზისის პირობებშიც კი განაგრძობს აღდგენას. ეს ფაქტი კარლოს გაღიზიანებას იწვევს.

ამავდროულად, 63 წლის სპეციალისტი არ უჭერს მხარს სკაუტების სურვილს, რომლებიც ჯერ ახალი მცველების შეძენას ემხრობიან. ანჩელოტის აზრით, შეტევის ხაზის გაძლიერებაა საჭირო, რაზეც ზაფხულის შემდეგ, დღემდე საუბრობს.

ანჩელოტიმ იცის, რომ კლუბი ფულს დიდი გარიგების გასაკეთებლად ზოგავს (საუბარია კილიან მბაპესა და ჯუდ ბელინგემის დონის ტრანსფერებზე), მაგრამ დარწმუნებული არ არის, რომ ასეთი ტრანსფერები საბოლოოდ განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბუცებს მაღაზიაშიც ვერ ვყიდულობთ“ - რუსული ფეხბურთი ბუცების გარეშე დარჩა
„ბუცებს მაღაზიაშიც ვერ ვყიდულობთ“ - რუსული ფეხბურთი ბუცების გარეშე დარჩა