რუსეთი
Aa
Aa

აზიის ოლიმპიურმა საბჭომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ტურნირებზე მიიწვია

აზიის ოლიმპიური კომიტეტის საბჭომ რუსეთი აზიურ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას კომიტეტის ვებ-გვერდი ავრცელებს.

რა წერია განცხადებაში:

აზიის ოლიმპიურ კომიტეტს სჯერა სპორტის გამაერთიანებელი ძალის და იმის, რომ ყველა სპორტსმენს, განურჩევლად მათი ეროვნებისა თუ პასპორტისა, უნდა შეეძლოს ტურნირებზე მონაწილეობის მიღება. ორგანიზაციამ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მთელი აზიის მასშტაბით დაგეგმილ ტურნირებზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, მათ შორის აზიის ოლიმპიურ თამაშებზეც.

ასევე, აზიის ოლიპმიური საბჭო ელოდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნდებიან.

შეგახსენებთ, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ტურნირებიდან უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მოიკვეთნენ. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტურნირებზე მათი დაბრუნების გადაწყვეტილებას.

ცნობისთვის, აზიის ოლიმპიური თამაშები 2023 წლის 23 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით ჩინეთში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსეთის მხარდამჭერი შეძახილები - ჯოკოვიჩის მამა სკანდალში ეხვევა
რუსეთის მხარდამჭერი შეძახილები - ჯოკოვიჩის მამა სკანდალში ეხვევა