მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„პიოტრს ვურჩევ, რომ...“ - UFC-ის ყოფილი მსაჯი დვალიშვილი-იანის ბრძოლაზე

UFC-ის ყოფილი მსაჯი, „დიდი“ ჯონ მაკარტი, რომელიც ამჟამად Bellator-ის კომენტატორად მუშაობს, მერაბ დვალიშვილისა და რუსი პიოტრ იანის ბრძოლაზე ისაუბრა. მაკარტიმ ვერ დამალა, რომ ქართველი და რუსი მებრძოლების დაპირისპირებაზე დიდი მოლოდინი აქვს.

რას ამბობს „დიდი“ ჯონი:

მერაბი იანის წინააღმდეგ უბრალოდ ფანტასტიკური მატჩი იქნება. მათ აშკარად კონტრასტული სტილი აქვთ და საინტერესო იქნება, შეძლებს თუ არა მერაბი იანის მიწაზე დაგდებას და თავისი უმაღლესი საჭიდაო სტილის გამოყენებას. ის მართლა უკეთესი გრეპლეია, მას აქვს კარგი ტემპი და მთელი შეხვედრის განმავლობაში მოწინააღმდეგეზე დიდ ზეწოლას ახდენს.

Bellator-ის კომენტატორმა პიოტრ იანს რამდენიმე რჩევაც მისცა:

იანს მუდმივი შეხება დასჭირდება. უბრალოდ, მან ეს უნდა შეიგრძნოს. თუ ააცილებს, მაშინ მარტივად გაუშვებს „თეიქდაუნს“. მიყვარს ასეთი ბრძოლები: ნომერი ორი, ნომერი სამის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ორთაბრძოლა 11 მარტს, UFC Vegas 71-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: „თავისუფლება გვსურს და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნება“
დვალიშვილი: „თავისუფლება გვსურს და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნება“