მემფის დეპაი
Aa
Aa

თითქმის გადაწყდა - დეპაი კარიერას ატლეტიკოში გააგრძელებს

მემფის დეპაი „ბარსელონას“ ტოვებს და კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს.

ინფორმაციას ყველა წამყვანი ესპანური გამოცემა ადასტურებს. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ნიდერლანდელის სანაცვლოდ „ატლეტიკო“ 3-5 მილიონ ევროს გადაიხდის. 28 წლის ფორვარდი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და ასეთი დაბალი ფასი, სწორედ ამით არის განპირობებული.

„ბარსელონა“ თავის მხრივ „ატლეტიკოდან“ იანიკ-ფერეირა კარასკოს გადაბირებაზე მუშაობს, თუმცა მადრიდელები ბელგიელის გაშვების წინააღმდეგნი არიან, თუმცა თავად ფეხბურთელი „ბარსაში“ ტრანსფერის მომხრეა. ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როგორ გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით.

რაც შეეხება დეპაის, ის უკვე მადრიდის გზას ადგას. ნიდერლანდელი „ბარსას“ ბოლო ვარჯიშზე არც კი გამოცხადდა, რის შემდეგაც ჩავის განაწყენება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ მემფისს „ბარსას“ რიგებში ჯამში 42 მატჩი აქვს გამართული, მის ანგარიშზე 14 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეჭვები არ გამართლდა - ხვიჩა სალერნიტანასთან ითამაშებს
ეჭვები არ გამართლდა - ხვიჩა სალერნიტანასთან ითამაშებს