ხერარდ პიკე
Aa
Aa

სამსახურში ტვინგოთი მივიდა - პიკეს პასუხი შაკირას სიმღერაზე

ცნობილმა კოლუმბიელმა მომღერალმა, შაკირამ სიმღერა ჩაწერა და თავის ყოფილ პარტნიორს, ხერარდ პიკეს დასცინა. სიმღერაში შაკირა ამბობს, რომ პიკემ „ფერარი ტვინგოში, ხოლო როლექსი კასიოში გაცვალა“, მისამღერში კი ასეთ ტექსტს მოისმენთ: „ჩემნაირი მგელი შენნაირი კაცებისთვის არაა“.

შაკირას სიტყვები პიკეს უპასუხოდ არ დაუტოვებია. გასულ უქმეებზე, ესპანელი თავისი საფეხბურთო პროექტის, King's League-ის შტაბ-ბინაში ტვინგოთი მივიდა და მისი ქმედება კამერებმა დააფიქსირეს. ეს ყველაფერი არაა, გაირკვა, რომ შაკირას სიმღერის შემდეგ, კასიოს წარმომადგენლებსა და პიკეს შორის თანამშრომლობა დაწყებულა.

„კასიომ მაჯის საათები გამოგვიგზავნა და მათთან ჩვენ, King’s League-მა სპონსორობაზე შეთანხმებას მივაღწიეთ. სერიოზულად ვამბობ, ყველაფერი გადაწყვეტილია“, - განაცხადა ესპანელმა ფეხბურთელმა. კასიოზე საუბრის მომენტში, მის გვერდით სერხიო აგუერო იმყოფებოდა და არგენტინელმა დასძინა, რომ ეს შაკირას სიმღერის გამო მოხდა.

შეგახსენებთ, რომ შაკირას ბოლო სიმღერებში პიკესთან გაწყვეტილი ურთიერთობა გაკვრით იყო ნახსენები და ზემოთ ხსენებული სინგლი პირველი შემთხვევაა, როცა კოლუმბიელმა მომღერალმა თავის ყოფილს ასე აშკარად დასცინა. შაკირას ვიდეოს Youtube-ზე 122 მილიონი ნახვა მოუგროვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრწყინავს და დიდი კლუბების ყურადღებას იპყრობს“ - გაზაევი ხვიჩაზე
„ბრწყინავს და დიდი კლუბების ყურადღებას იპყრობს“ - გაზაევი ხვიჩაზე