მიხაილო მუდრიკი
Aa
Aa

ოფიციალურად: მიხაილო მუდრიკი ჩელსის ფეხბურთელია

უკრაინის ნაკრების 21 წლის შემტევი, მიხაილო მუდრიკი კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს. ინფორმაცია „არისტოკრატებმა“ ოფიციალურად დაადასტურეს.

უკრაინელი ფეხბურთელი კლუბმა გულშემატკივრებს დღეს „სტემფორდ ბრიდჯზეც“, „ჩელსისა“ და „კრისტალ პალასის“ მატჩის დაწყებამდე წარუდგინა. ცნობილია, რომ მუდრიკი 15-ნომრიან მაისურს მოირგებს.

„ჩელსიმ“  დონეცკის „შახტარს“ ფეხბურთელის სანაცლოდ 100 მილიონი ევრო გადაუხადა. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მიხაილო მუდრიკმა ლონდონურ კლუბთან გრძელვადიანი, კერძოდ 8.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები