ჟოაუ ფელიქსი
Aa
Aa

„მოხარული ვარ, ჩელსიში რომ ვითამაშებ“ - ლურჯებმა ფელიქსი წარადგინეს

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი, ჟოაუ ფელიქსი „ჩელსის“ შეუერთდა. „არისტოკრატებმა“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნეს და დაადასტურეს, რომ ფელიქსი მიმდინარე სეზონის ბოლომდე „სტემფორდ ბრიჯზე“ ითამაშებს.

„ჩელსი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და იმედი მაქვს, გუნდს თავისი მიზნების მიღწევაში დავეხმარები. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ, აქ რომ ვიმყოფები და სტემფორდ ბრიჯზე რომ ვითამაშებ“, - განაცხადა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „არისტოკრატებს“ იჯარა 11 მილიონი ევრო დაუჯდათ და მის ხელფასს დაფარავენ. მადრიდის დატოვებამდე, ფელიქსმა „ატლეტიკოსთან“ ხელშეკრულება გაახანგრძლივა და კლუბს საკუთარი მომავალი 2027 წლამდე დაუკავშირა.

საინტერესოა, რომ იჯარის დასრულების შემდეგ, „ლურჯებს“ მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება არ აქვთ. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, თუ ფელიქსმა „სტემფორდ ბრიჯზე“ თავი გამოიჩინა, „ჩელსი“ მაქსიმუმს გააკეთებს, რომ იგი გუნდში დაიტოვოს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ჩვენი მეგობრობა მაშინ დასრულდა, როცა ჩემთან ჩხუბს დათანხმდა“ - ვეტორი დოლიძეზე
    „ჩვენი მეგობრობა მაშინ დასრულდა, როცა ჩემთან ჩხუბს დათანხმდა“ - ვეტორი დოლიძეზე