გიორგი მაკარიძე
Aa
Aa

მაკარიძე პორტუგალიაში ბრუნდება? - მას მეტი სათამაშო დრო სურს

Estadiodeportivo-ს ინფორმაციით, გიორგი მაკარიძემ შესაძლოა „პონფერადინა“ დატოვოს და პორტუგალიაში დაბრუნდეს. ქართველი მეკარე ესპანურ „პონფერადინაში“ სათამაშო დროით უკმაყოფილოა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სურს. შესაძლოა, 32 წლის მეკარე „მარიტიმუში“ ვიხილოთ, რომლის მთავარ მწვრთნელად ჟოზე გომეში დაინიშნა და გუნდის მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა.

ჟოზე გომეში გიორგი მაკარიძეს „რიუ ავესა (2018) და „ალმერიაში“ (2020-22) წვრთნიდა. ამჯერად, პორტუგალიელ სპეციალისტს „მარიტიმუში“ უხმეს, ეს გუნდი 18-გუნდიან ჩემპიონატში 10 ქულით მე-17 ადგილზეა, უმძიმესი სეზონი აქვს, თუმცა გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად ახლა მხოლოდ 4 ქულა სჭირდება.

გიორგი მაკარიძემ 2020-21 და 2021-22 წლების სეზონები „ალმერიაში“ გაატარა, პირველ სეზონში რეგულარულად ასპარეზობდა, თუმცა გასულ სეზონში სასტარტოში ადგილი დაკარგა და ლა ლიგაში აღზევებულ „ალმერიას“ დაემშვიდობა.

მიმდინარე სეზონში „პონფერადინას“ რიგებში 22-დან მხოლოდ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, პირველ მეკარედ მისი ირანელი კონკურენტი ამირ აბედზადეჰი ითვლება. ლა ლიგა 2-ში „პონფერადინა“ 24 ქულით მე-18 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

გიორგი მაკარიძეს პორტუგალიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. მას „ფეირენსეში“ (2014-16), „მორეირენსეში“ (2016-18), „რიუ ავესა“ (2018) და „სეტუბალში“ (2019-20) უასპარეზია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას შეუძლია პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდეს“ - ესპანური მედია მამარდაზე
„მას შეუძლია პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდეს“ - ესპანური მედია მამარდაზე