თორნიკე შენგელია
Aa
Aa

1001 მოხსნა - შენგელიას საინტერესო მიღწევა ევროლიგაში

„ვირტუს ბოლონიას“ ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში საინტერესო სტატისტიკა დააფიქსირა. მან „ფენებახჩესთან“ შეხვედრაში 2 მოხსნა შეასრულა, ერთი საკუთარი გუნდის, ხოლო მეორე - მეტოქე გუნდის ფარზე. ამ ორი მოხსნით, შენგელიამ ევროლიგურ კარიერაში 1001 მოხსნა დააფიქსირა. ეს ფაქტი ევროლიგის ოფიციალურ გვერდს უყურადღებოდ არ დარჩენია და ამ ფაქტს პოსტი მიუძღვნა.

შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-7 გამარჯვება იზეიმა. მე-16 ტურში, იტალიური გრანდი „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს 92:88 სძლია. მატჩში გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი გამოდგა, რომელიც „ვირტუს ბოლონიამ“ 7 ქულით მოიგო და სასურველი შედეგი დააფიქსირა. შენგელიამ პარკეტზე 22 წუთი და 31 წამი გაატარა. ამ დროში, თორნიკემ 11 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შენგელიამ 10-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი გამოიყენა და 2 დაკარგვა ჰქონდა.

შენგელიას ევროლიგაში ბელგიური „შარლერუას“ (2011-12), „ბასკონიასა“ (2014-20), მოსკოვის ცსკა-სა (2020-22) და „ვირტუს ბოლონიას“ (2022-23) რიგებში უთამაშია. ყველა გუნდის გათვალისწინებით, ევროლიგაში 206 მატჩი ჩაატარა, პარკეტზე 5007:11 წუთი გაატარა, 2447 ქულა ჩააგდო და 1001 მოხსნა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 11 ქულა - ვირტუს ბოლონიამ ფენერბაჰჩე დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა - ვირტუს ბოლონიამ ფენერბაჰჩე დაამარცხა