დალას მავერიქსი, ლუკა დონჩიჩი, ნიუ იორკ ნიქსი
Aa
Aa

დონჩიჩის საოცრება - 60 ქულა, სამმაგი დუბლი და ახალი ისტორია

„დალას მავერიკსის“ სლოვენიელი კალათბურთელი ყველა ზღვარს სცილება. დღეს, გამთენიისას დალასი საკუთარ მოედანზე „ნიუ იორკ ნიქსს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 5 ქულის სხვაობით, 126:121 დაამარცხა.

საგულისხმოა, რომ მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 34 წამით ადრე მასპინძლები 103:112 მარცხდებოდნენ, თუმცა დარჩენილ დროში 12:3 გაქცევა მოაწყეს და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანეს. ამაში ლომის წვლილი კი ლუკა დონჩიჩმა დაიდო. 23 წლის გამთამაშებელმა გადამწყვეტი სროლა მეოთხედის დასრულებამდე 2 წამით ადრე შეასრულა და თავის გუნდს შესაძლებლობა მისცა ბრძოლა ოვერტაიმშიც გაეგრძელებინა. სლოვენიელმა კალათბურთელმა ტემპი არც დამატებით დროში დააგდო და საბოლოოდ დალასმა მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა.

ლუკა დონჩიჩმა კი ფენომენალური შედეგი დადო და NBA-ს ისტორიაში ყველა დროის რეკორდი დაამყარა. მან მოედანზე გატარებულ 47:09 წუთში 60 ქულა, 21 მოხსნა, 10 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი მოაგროვა. NBA-ისტორიაში აქამდე მსგავსი შედეგის სამმაგი დუბლი არავის დაუფიქსირებია. შესაბამისად, დონჩიჩმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ახალი გვერდი დაწერა.

ამასთან, ლუკა დონჩიჩი „მავერიკსის“ ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც ერთ თამაშში 60 ქულის ჩაგდება შეძლო. ამ მაჩვენებლით, მან გუნდის ლეგენდარულ კალათბურთელს, დიკ ნოვიცკის გადაასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დალასმა ლეგენდა დააფასა - მავსმა დირკ ნოვიცკის ძეგლი გაუხსნა
დალასმა ლეგენდა დააფასა - მავსმა დირკ ნოვიცკის ძეგლი გაუხსნა