იუვენტუსი, ანდრეა ანიელი
Aa
Aa

ანიელი: “ბოლო წლებში ყველაფერი სწორად გავაკეთე“

რამდენიმე დღის წინ, „ბებერი ქალბატონი“ დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ, კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა, გენერალურმა დირექტორმა, მაურიციო არივაბენემ და კიდევ 7-მა წევრმა დატოვეს. ამ ფაქტის შემდეგ, ანიელიმ პირველი კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ანიელიმ?

„“იუვენტუსის" მიმართ სიყვარული უზომოა. ამის გარდა, კლუბისთვის მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ ბოლო წლების განმავლობაში უდიდესი სამუშაო გავწიე. საუკეთესო შედეგებისთვის ყველაფერი გავაკეთე. და მაინც „იუვენტუსი“ ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას.

ბრალდებების მიუხედავად, მტკიცედ ვდგავარ. დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო წლებში ყველაფერი სწორად გავაკეთე. ჩვენს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები კი საფუძვლიანი არ არის.“

შეგახსენებთ, რომ მასშტაბური ცვლილებების მიზეზი გამოძიებაა, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის გაყალბებაზე მიდის და არის ვარაუდი, რომ იტალიურმა გრანდმა 2019, 2020 და 2021 წლების საბოლოო ბალანსები გააყალბა.

გარდა ამისა, სამართალდამცველები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ 2020 წლის მარტში, ფეხბურთელებს ხელფასის ნაწილი არ დაუთმიათ და კლუბთან ფარული ხელშეკრულებები გააფორმეს, რომელთა წყალობითაც, 3 თვის ანაზღაურება მიიღეს.

ამასთან, კორონავირუსის პანდემიისას, როცა ფეხბურთელებმა ხელფასების შემცირებაზე თანხმობა განაცხადეს, „ბებერი ქალბატონი“ რონალდუს 20 მილიონ ევროს დაჰპირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაფერი შეთანხმებულია - სკალონი არგენტინასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ყველაფერი შეთანხმებულია - სკალონი არგენტინასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს