არგენტინა, ლიონელ სკალონი
Aa
Aa

ყველაფერი შეთანხმებულია - სკალონი არგენტინასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

უკვე დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორ ლიონელ სკალონის არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტი 2022 წლის 31 დეკემბერს ეწურება. რა თქმა უნდა, 44 წლის სპეციალისტს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის დირექტორმა კლაუდიო ტაპიამ FIFA-სთან ისაუბრა.

რა თქვა ტაპიამ?

„ეჭვი არ მეპარება, რომ სკალონი კვლავ არგენტინის ნაკრების მწვრთნელი იქნება. ორივე სიტყვის კაცები ვართ და ყველაფერზე შევთანხმდით. სკალონი ახლა მოგზაურობს, მაგრამ, როგორც კი დაბრუნდება ყველაფერს დავასრულებთ.“

შეგახსენებთ, რომ სკალონის სამწვრთნელო კარიერა საკმაოდ საინტერესოა. ლიონელი არასდროს ყოფილა ტოპ კლუბში ან ნაკრებში მთავარი დამრიგებელი.

44 წლის სპეციალისტი, 2016 წელს ხორხე სამპაოლისთან ერთად „სევილიაში“ მუშაობდა. 2017-დან 2018 წლის ჩათვლით კი „ალბისელესტეს“ სამწვრთნელო შტაბში დასაქმდა.

2018 წელს სკალონისთვის გარდამტეხი რამ მოხდა. მას „ალბისელესტეს“ მეთაურობა ანდეს და ამან გაამართლა. 2021 წელს ლიონელმა კოპა ამერიკა მოიგო, შემდეგ „ფინალისიმა“, ხოლო წელს მსოფლიო ჩემპიონატი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტენ ჰაგი თავდამსხმელს ეძებს - ერთ-ერთ ვარიანტი ოსიმენია
ტენ ჰაგი თავდამსხმელს ეძებს - ერთ-ერთ ვარიანტი ოსიმენია