რაფაელ ნადალი, კატარი 2022
Aa
Aa

ნადალი: მესის გოლის შემდეგ თვალზე ცრემლი მომადგა

ჩოგბურთის ცოცხალმა ლეგენდამ და 22-გზის გრანდ სლემების მფლობელმა რაფაელ ნადალმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისა და ლეო მესის შესახებ ისაუბრა:

„ამ თამაშზე შოუს სანახავად წავედი, რადგან, სამწუხაროდ, ესპანეთი მერვედფინალიდან გავარდა.

საოცარი ფინალი იყო. ვწუხვარ ჩემი ფრანგი მეგობრების გამო, პარიზი და საფრანგეთი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მაგრამ არგენტინიდანაც ბევრი მეგობარი მყავს.

როგორც ამ სპორტის გულშემატკივარს, გამიხარდა, რომ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. როდესაც ასეთი დიდი კარიერა კულმინაციას აღწევს, თან ამ გზით, როცა ამ დონის ფეხბურთელი იგებს თასს, რომელიც მას აკლდა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი არგენტინისთვის... მე ვფიქრობდი, რომ ეს სამართლიანი იყო.

არგენტინას არ ვგულშემატკივრობდი, მაგრამ როცა მესიმ დამატებით დროში გაიტანა, თვალზე ცრემლი მომადგა. მე განვიცადე ეს ემოციები, როცა ვხედავდი, რომ ასეთი დიდი სპორტსმენი აღწევს იმას, რაც აკლდა. ის ამისთვის ძალიან დიდხანს იტანჯებოდა.

ძალიან მომეწონა ფინალი - განსაკუთრებით 70-ე წუთის შემდეგ მშვენიერი იყო“,

- განაცხადა ნადალმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორდოს თავკაცი ზურიკოზე: „ამხანაგურ მატჩებში ეფექტური იყო, მისი იმედი გვაქვს“
ბორდოს თავკაცი ზურიკოზე: „ამხანაგურ მატჩებში ეფექტური იყო, მისი იმედი გვაქვს“