რობერტო მარტინესი
Aa
Aa

მოგების ცოდნა, გამოცდილება, ამბიციები - რა არის საჭირო ბელგიის ნაკრების ჩასაბარებლად

ბელგიის ფეხბურთის ასოციაცია რობერტო მარტინესის შემცვლელს ეძებს. ბელგიელებმა საკუთარ ვებგვერდზე ვაკანსია გამოაცხადეს და ის თვისებები დაასახელეს, რომლებიც „წითელი ეშმაკების“ ახალ მთავარ მწვრთნელს უნდა ჰქონდეს.

„მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის ადრეულ ეტაპზე დასრულების მიუხედავად, ბელგიის ფეხბურთის ასოციაცია მომავალს ამბიციურად უყურებს. ყველა ელემენტი ადგილზეა, რათა მომავალში წარმატებული ვიყოთ. ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელზეა დამოკიდებული, რომ რაც გვაქვს იმასთან იმუშაოს და წარმატებასთან მიგვიყვანოს.

ბელგიის ფეხბურთის ასოციაცია ეძებს სპეციალისტს, რომელმაც იცის, როგორ გაიმარჯვოს. ახალი მთავარი მწვრთნელი უაღრესად ამბიციური უნდა იყოს და საჭიროა, საერთაშორისო ასპარეზზე, მაღალ დონეზე მუშაობის გამოცდილება, ტაქტიკური ცოდნა და ადამიანებთან კომუნიკაციისთვის აუცილებელი უნარები ჰქონდეს.

ის სერიული გამარჯვებული უნდა იყოს, რომელსაც ტოპ ფეხბურთელებთან მუშაობის გამოცდილება ექნება. მან უნდა იცოდეს, ერთიანი ჯგუფი როგორ შექმნას და ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრაცია როგორ მოახდინოს. ბელგიის ფეხბურთის ასოციაცია ეძებს, ტაქტიკოსს, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს მონაცემებით, ტექნოლოგიებით, ობიექტური პარამეტრებითა და ჩვენი სპორტული გამოცდილებითა და სტრუქტურით გაამყარებს. რეზიუმეები 2023 წლის 10 იანვრამდე უნდა მივიღოთ, რის შემდეგაც შერჩევის პროცესი დაიწყება“.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა. „წითელი ეშმაკები“ მაროკოსთან დამარცხდნენ, ხორვატიასთან კი ფრე ითამაშეს და პლეიოფის საგზური ვერ მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალიან მაგარი მომენტი - არგენტინელი ჟურნალისტის მესიჯი მესის
ძალიან მაგარი მომენტი - არგენტინელი ჟურნალისტის მესიჯი მესის