ტომას ტუხელი, გარეთ საუთგეიტი, ინგლისის ნაკრები
Aa
Aa

BILD: ინგლისი საუთგეიტის შემცვლელად ტუხელს განიხილავს

როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ ძლიერმა ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. „სამი ლომი“ მეოთხედფინალში საფრანგეთთან 1:2 დამარცხდა.

ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, სპორტულ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ გარეთ საუთგეიტი შესაძლოა დაკავებული თანამდებობიდან მოხსნან. ავტორიტეტული გერმანული გამოცემა BILD ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

BILD წერს, რომ საუთგეიტმა ნდობა ჯერ კიდევ მაშინ დაკარგა, როდესაც ერთა ლიგიდან დაქვეითდა და უნგრეთთან განადგურდა. მსოფლიო ჩემპიონატიდან ადრეული გამოვარდნა კი უფრო დიდ უნდობლობას იწვევს.

წყაროს ცნობით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ტომას ტუხელის კანდიდატურას განიხილავს, რომელიც ლონდონის „ჩელსიდან“ რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს. ამ მომენტისთვის, გერმანელი სპეციალისტი სამსახურის გარეშეა და თუ BILD-ს დავუჯერებთ, ინგლისის ნაკრების გაწვრთნა მის გეგმებში შედის.

შეგახსენებთ, რომ გარეთ საუთგეიტი „სამ ლომს“ 2016 წელს ჩაუდგა სათავეში. მისი ყველაზე ხმაურიანი მიღწევა ევრო 2020-ის ფინალში გასვლაა, სადაც საკუთარ კედლებში იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

2016 წლიდან დღემდე, 52 წლის სპეციალისტი ინგლისის ნაკრებს 81-ჯერ გაუძღვა. 49 მოგება, 18 ფრე და 14 წაგებას - ასეთია საუთგეიტის შედეგები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არგენტინა VS ხორვატია - მატჩის წინ
არგენტინა VS ხორვატია - მატჩის წინ