ბელგია, რობერტო მარტინესი
Aa
Aa

“ჩვენზე ტყუილებს სიამოვნებით ავრცელებენ“ - მარტინესი ხორვატიასთან მატჩის წინ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბელგია ხორვატიას უპირისპირდება. მატჩის წინ, „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მარტინესი:

„გასაოცარი რა არის იცით? ბელგიაში არსებობენ ტელევიზიები, რომლებიც ტყუილ ამბებს სიამოვნებით ავრცელებენ. ფეხბურთელები დარწმუნდნენ, რომ, რაც უფრო ნაკლებად მოუსმენენ ინფორმაციას, მით უფრო კარგად იგრძნობენ თავს. საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი მსოფლიოში ყველაზე მთავარი სპორტული ღონისძიებაა.

გავრცელებული ჭორის შემდეგ, ნათლად გავაცნობიერეთ, რომ აქ მარტო ვართ. ერთადერთი ისღა დაგვრჩენია, რომ გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ვიმედოვნებ, ხორვატიასთან ჩატარებული შეხვედრით „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივრები სიამოვნებას მიიღებენ. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა“

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ ბელგიის ნაკრებს 3 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. პირველ და მეორე პოზიციას ხორვატია და მაროკო 4-4 ქულით ინაწილებენ. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, მარტინესის შეგირდებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ. აღნიშნული დაპირისპირება 1 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკე: “იაპონიისთვის ბურთის წართმევა რთულია“
ენრიკე: “იაპონიისთვის ბურთის წართმევა რთულია“