არგენტინა, პოლონეთი, ჩესლავ მიხნიევიჩი
Aa
Aa

“18 წელია ვფიქრობ მესი როგორ გავაჩერო“ - მიხნიევიჩი არგენტინასთან მატჩის წინ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში არგენტინის ნაკრები პოლონეთს ხვდება. მატჩის წინ, პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩესლავ მიხნიევიჩმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა მიხნიევიჩმა?

„მინდა ყველამ გაიგოს, რომ ეს მატჩი მესის და ლევანდოვსკის დაპირისპირება არ არის. ერთმანეთს არგენტინის და პოლონეთის ნაკრებები ხვდებიან. ვერ გეტყვით, თუ რომელია ამ ორიდან საუკეთესო.

ბედნიერები ვართ იმით, რომ არგენტინას ვეთამაშებით და ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს. იცით? 18 წელია ვფიქრობ როგორ გავაჩერო მესი, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში მან 800 გოლზე მეტი გაიტანა და 300-ზე მეტი საგოლე გადაცემა შეასრულა. მის შესაჩერებლად კონკრეტული გეგმა არ მაქვს.

რთულ მატჩს ველოდები. შანსი ორივე გუნდს აქვს. ის, რომ მესამე ტურში ჩვენ მერვედფინალში გასვლის შესაძლებლობა გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ პოლონეთმა სწორი მიმართულებით იმუშავა.“

შეგახსენებთ, რომ 2 ტურის შემდეგ, არგენტინის ნაკრებს 3 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე პოზიციას იკავებს. პირველ ადგილზე კი სწორედ პოლონეთია. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 30 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლისანდრო მარტინესი: “მატჩის ბედს დეტალები გადაწყვეტს“
ლისანდრო მარტინესი: “მატჩის ბედს დეტალები გადაწყვეტს“