1 მატჩი ყველა დროის რეკორდამდე - არგენტინა კვლავ დაუმარცხებელია
Aa
Aa

1 მატჩი ყველა დროის რეკორდამდე - არგენტინა კვლავ დაუმარცხებელია

არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა დაუმარცხებელი სერია კიდევ უფრო გაიხანგრძლივა. „ალბისელესტემ“ კატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან ამხანაგური მატჩი გამართა და 5:0 მოიგო.

ამჟამად ლიონელ სკალონის გუნდის წაუგებელი სერია 36 შეხვედრას ითვლის.

ამ მხრივ რეკორდი იტალიის ნაკრებს ეკუთვნის, რომელმაც 2018 წლის სექტემბრიდან, 2021 წლის ოქტომბრამდე 37 შეხვედრა დაუმარცხებლად ჩაატარა.

არგენტინა მუნდიალზე გამოსვლას 22 ნოემბრიდან დაიწყებს და პირველ შეხვედრას საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამართავს. 26-ში მექსიკას შეხვდებიან, 30-ში კი პოლონეთს.

მესიმ სანაკრებო მაჩვენებელი გაიუმჯობესა

ლეომ დღევანდელ შეხვედრაში გოლის გატანა შეძლო და პლუს საგოლე გადაცემაც შეასრულა.

„ლა პულგამ“ ამ მაჩვენებლით ნაკრებში თავისი 91-ე გოლი გაიტანა და 50-ე საგოლე გადაცემა მიითვალა. ჯამში გოლს პლუს საგოლე პასის სისტემით ლეო 141-ას აფიქსირებს. მის ანგარიშზე ნაკრების მაისურით 165 მატჩია.

ასევე აღსანიშნავია, რომ არგენტინას უკვე 13 წელია არ წაუგია მატჩი, რომელშიც მესიმ გოლი გაიტანა. ასეთი რამ ბოლოს 2009 წელს ესპანეთის ნაკრების (ამხანაგური მატჩი) წინააღმდეგ მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას პარასკევს ვესაუბრე და მითხრა, რომ...“ - შოთის ინტერვიუ იტალიურ მედიასთან
„კვარას პარასკევს ვესაუბრე და მითხრა, რომ...“ - შოთის ინტერვიუ იტალიურ მედიასთან