სანდრო მამუკელაშვილი, გიორგი ბეჟანიშვილი
Aa
Aa

14 ქულა G ლიგაში - მამუკელაშვილი ვისკონსინში გაანათხოვრეს

NBA-ს განვითარების ლიგაში „ვისკონსინ ჰერდმა“ „მოტორ სიტი“ 135:133 დაამარცხა. „მილუოკი ბაქსმა“ სანდრო მამუკელაშვილი სათამაშო პრაქტიკის მიზნით „ვისკონსინ ჰერდში“ გაანათხოვრა. გამარჯვებულთა სასტარტო ხუთეულში სანდრო მამუკელაშვილი არ იმყოფებოდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა პარკეტზე 22 წუთი გაატარა. მის აქტივში 14 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარებაა.

 

განვითარების ლიგის აღმოსავლეთ დივიზიონში გიორგი ბეჟანიშვილის „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსმა“ „გრინსბორო სვორმი“ 131:130 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში ბეჟანიშვილმა 17 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 11 ქულა და 6 მოხსნაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები