სადიო მანე, სენეგალის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

მძიმე დარტყმა სენეგალს - სადიო მანე მუნდიალზე ვერ ითამაშებს

კატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოაკლდა. ბუნდესლიგის მე-13 ტურში, „ბაიერნისა“ და „ვერდერის“ შეხვედრის დროს, „რეკორდმეისტერის“ შემტევმა სადიო მანემ მე-15 წუთზე მარჯვენა ფეხზე დაზიანება მიიღო, რის გამოც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სენეგალელ ფეხბურთელს დამატებითი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს, რენტგენის გადაღების შემდეგ კი გამოჩნდა, რომ მანეს მარჯვენა ფეხზე, მუხლის არეში მყესი აქვს დაზიანებული. სააგენტო L’Equipe-ს ცნობით, ფეხბურთელის გამოჯანმრთელებას 4-დან 6 კვირამდე დასჭირდება, რის გამოც სენეგალის ნაკრების ლიდერს მუნდიალის გამოტოვება მოუწევს. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია როგორც კლუბს, ისე ნაკრებს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ.

შეგახსენებთ, რომ სენეგალის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე A ჯგუფშია და მეტოქეებად ნიდერლანდების, ეკვადორისა და მასპინძელი კატარის ნაკრებები ეყოლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოიერი: კატარში საკუთარი აზრის დაფიქსირების არ უნდა შეგვეშინდეს
ნოიერი: კატარში საკუთარი აზრის დაფიქსირების არ უნდა შეგვეშინდეს