ხვიჩა კვარაცხელია, რაფა ბენიტესი
Aa
Aa

„ამ სეზონის ერთ-ერთი სიურპრიზია“ - რაფა ბენიტესმა ხვიჩაზე და ნაპოლიზე ისაუბრა

„ლივერპულისა“ და „ჩელსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რაფა ბენიტესი ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ჩანიშნულ შეხვედრას გამოეხმაურა და იურგენ კლოპისა და ლუჩანო სპალეტის გუნდებზე დაწერა. ესპანელმა სპეციალისტმა „ნაპოლი“ შეაქო და განაცხადა, რომ „პარტენოპეი“ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა შორისაა.

„ნაპოლის მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის დიდ პატივს ვცემ. ამ კლუბზე საუბრისას შთამბეჭდავი ისაა, რომ მათ კალიდუ კულიბალის, ფაბიან რუისის, ჟორჟინიოს, ედინსონ კავანისა და გონსალო იგუაინის დონის ფეხბურთელები გაასხვისეს და მათი სათანადო შემცვლელები იპოვეს.

სამხრეთ კორეელი ფეხბურთელის, კიმ მინ ჯეს შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ჩინეთში ყოფნისას მქონდა და მისი ტრანსფერი ძალიან კარგი გარიგება იყო. ვიქტორ ოსიმენი საკვანძო მოთამაშეა, ხვიჩა კვარაცხელია კი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი სიურპრიზია. ნაპოლი დაუმარცხებელია და ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა შორისაა“.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს მოედანზე რამდენიმე საათში ვიხილავთ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად „ლივერპულს“ დაუპირისპირდება და პირველადგილოსნის ვინაობას გაარკვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა სტერლინგზე, სანეზე და ლეაუზე წინაა - მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბები
ხვიჩა სტერლინგზე, სანეზე და ლეაუზე წინაა - მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბები