პოლ ჯორჯი, ივიცა ზუბაცი, კეიჯეი მარტინი, ალპერენ შენგუნი, კევინ პორტერ ჯუნიორი, ჯეილენ გრინი, მარკუს მორისი
Aa
Aa

პოლ ჯორჯის სასწაული - კლიპერსმა ჰიუსტონს ბოლო წამებზე მოუგო

„ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი, „ჰიუსტონ როქეთსი“ უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და „კლიპერსმა“ პოლ ჯორჯის ფენომენალური თამაშის წყალობით იმარჯვა - 95:93.

მატჩის დასრულებამდე 90 წამით ადრე, „ჰიუსტონი“ 5 ქულით იგებდა, რის შემდეგაც „პიჯიმ“ ჯერ ივიცა ზუბაცს ჩააგდებინა, შემდეგ სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა, რასაც ჩაჭრა და გამარჯვების მომტანი ორქულიანი მიაყოლა. ჯორჯმა მატჩი 35 ქულით, 9 მოხსნით, 8 ასისტით, 6 ჩაჭრითა და 5 სამქულიანით დაასრულა და პირველი კალათბურთელია, რომელმაც NBA-ში ასეთი სტატისტიკა დააფიქსირა.

ჯორჯის გარდა, ზუბაცი გამოირჩა, რომელმაც ორმაგი დუბლი გააკეთა - 16 ქულა, 12 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 4 ბლოკი. მარკუს მორისმა 11 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა, ხოლო ნორმან პაუელის ანგარიშზე 9 ქულა იყო. „ჰიუსტონის“ რიგებში საუკეთესო კეიჯეი მარტინი გახლდათ - 23 ქულა, 6 მოხსნა, 2 დაფარება. ალპერენ შენგუნის მონაგარი 14 ქულა და 9 მოხსნა იყო, ხოლო კევინ პორტერ ჯუნიორმა და ჯეილენ გრინმა 13-13 ქულა დააგროვეს.

ცნობისთვის, „კლიპერსს“ 3 მოგება და 4 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. ლოს ანჯელესელები მომდევნო შეხვედრას კვლავ „ჰიუსტონ როქეთსის“ წინააღმდეგ გამართავენ, ოღონდ ამჯერად ტექსასელებს სტუმრად დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუზე და იბრაზე წინ! - ხვიჩას უნიკალური მიღწევა იტალიაში
რონალდუზე და იბრაზე წინ! - ხვიჩას უნიკალური მიღწევა იტალიაში